პუბლიკაციები
რუსეთთან კონფრონტაციის გამო საქართველოს ფინანსურ ზარალს დასავლური დახმარება ვერ აანაზღაურებს - საქინფორმი

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ფასი – 3.50 ლარამდე, ხოლო 1 ევროსი - 4.07 ლარამდე ავარდა. რამდენიმე დღეში ვალუტის სპეკულანტებმა ყოველ 1000 დოლარზე – 150 ლარი და ევროზე კიდევ უფრო მეტი იშოვეს. რუსოფობიური ოპოზიციის მთავარი რუპორი - გლავკანალიც კი არ მალავს, რომ არნახული ინფლაცია საქართველოში რუსი ტურისტების არყოფნის შედეგია. სიტუაციას ამძიმებს მთავრობის ეკონომიკური ბლოკის უმწეობა, რაც სათავეს იღებს ქვეყნის სუიციდური (ანტირუსული) საგარეო პოლიტიკიდან. დასავლეთის დახმარება კი ვერ ანაზღაურებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მრავალმილიარდიანი ფინანსური ზარალს რუსეთთან პოლიტიკური კონფრონტაციის გამო. თუმცა მოსკოვმა არც ერთი თავისი კოზირი თბილისის წინააღმდეგ ჯერ არ გამოიყენა - არ კრძალაა ქართული პროდუქციის ექსპორტრუსეთის ბაზარზე და რუსული ხორბლის იმპორტი საქართველოში, არ კრძალა ფულადი ზავნილები საქართველოში, არც რუს ტურისტებს აუკრძალა საქართველოში სტუმრობა (რუსი ტურისტები თვითონ არ ჩამოვლენ საქართველოში პოზნერთან და მის სტუმებთან გუშინდელი პროვოკაციის გამო!). უფრო მეტიც, საქართველოს კრიტიკა რუსეთის სახელმწიფო მედიაში ტაბუდადებულია, თუმცა ქართველი პოლიტიკოსები ყველა უბედურებამაინც "მოსკოვის ხელს" მიაწერენ.

სიღარიბისა და უმუშევრობის გამო, ქუჩის დანაშაული საქართველოში მკვეთრად გაიზარდა, გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობები გახშირდა და კვლავ გამოჩნდა ქუჩაში მოყიალე ახალგაზრდების ჯგუფები, უსაქმურობით ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს რომ მოიხმარენ. მასობრივად იხურება მცირე და საშუალო ბიზნესის ობიექტები, ხოლო უახლოეს მომავალში საქართველოში არსებობას შეწყვეტს ბევრი გაზეთი და სააგენტო, რომლებიც დიდი ხანია სიმბოლური დაფინანსებით ფუნქციონირებენ. შედეგად, მთელი მედია სივრცე სააკაშვილისა და ოპოზიციის მიერ გულუხვად დაფინანსებული ტელეკომპანიებისა და სხვა მედიასაშუალებების სრულ განკარგულებაში დარჩება, რომლებსაც ოპონირებას ვერავინ გაუწევს.

თვითნებობისა და არეულობის პირობებში ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ასოცირებული მსხვილი ბიზნესი ხარობს, იაფად ყიდულობს ობიექტებს, მიწასა და უძრავ ქონებას თავისი შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის! განსაკუთრებით ხარობს ხარბი ქართული სამედიცინო მაფია - ერთ-ერთი ყველაზე საშინელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რადგან სამედიცინო ბიზნესი უფრო მომგებიანი და სისხლიანია, ვიდრე იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობა და კორონას პანდემია ამის ნათელი მტკიცებულებაა! მედიაში რეკლამირებული წამლებისა და სამედიცინო მომსახურების უმეტესი ნაწილი, რომლებსაც იძულებით მოიხმარენ მთელს მსოფლიოში, ჯანმრთელობისთვის ან უსარგებლოა, ანდაც სასიკვდილო! ეს იცის ბევრმა სპეციალისტმა, მაგრამ ხმამაღლა ამის განცხადებას ვერ ბედავს, რადგან ეს განცხადება მათთვის შესაძლოა უკანასკნელი გახდეს...

მედიკამენტები სხვადასხვა სახელწოდებით, რომლებსაც პაციენტები ყიდულობენ სააფთიაქო ქსელებში საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ხშირად სატყუარაა, ვინაიდან არ შეიცავს არაფერს, სახამებლის, ტალკის, შაქრის, საღებავების, უკეთეს შემთხვევაში – ვიტამინების უვნებელი დოზების გარდა! ასეთივე სიცრუეა ვადიანობა, რადგან ზოგიერთი მათგანი პრაქტიკულად არ ფუჭდება, სხვების მოქმედება კი ყოველდღე მკვეთრად იკლებს აფთიაქებსა და სააფთიაქო საწყობებში შენახვის არასათანადო პირობების გამო. შედეგად, მყიდველი იძენს ან პლაცებოს, ან შხამს, თუმცა შეფუთვაზე მითითებულია, რომ წამალი ვადიანია! მედიკამენტების თვითღირებულება კი, როგორც წესი, სააფთიაქო დახლზე მათი საბოლოო ფასის ნახევარზე ნაკლებია, ყველაფერი დანარჩენი არის შეფუთვა, სარეკლამო კამპანია მედიაში, ტრანსპორტირება, საბაჟო პროცედურები, სააფთიაქო მოგება და ლომის წილი - საერთაშორისო სამედიცინო მაფიის მოგება! ამიტომ, მედიკამენტების სიძვირე სულაც არ წარმოადგენს მათი ხარისხის მაჩვენებელს, ამასთან, ფასი დამოკიდებულია ინფლაციაზე - დოლარის ან ევროს გაცვლით კურსზე ეროვნული ვალუტის ექვივალენტით, რაც მწარედ იწვნიეს საკუთარ თავზე საქართველოს მცხოვრებლებმა.

თუმცა მედიკამენტების მწარმოებლები არა მხოლოდ მათი პროდუქციის მარეკლამირებელ მედიასაშუალებებთან არიან დაკავშირებული (მაგალითად, ზემოხსენებული ქართული ტელეარხები დღეს სოლიდურ მოგებას იღებენ ცივილიზებულ ქვეყნებში პრაქტიკულად აკრძალული ვაქცინის, “AstraZeneca”-რეკლამირებით), არამედ ბევრ ექიმთან, რომლებიც მათგან დამატებით შემოსავალს იღებენ - იმით, რომ ავადმყოფებს უწერენ მათ მიერ წარმოებულ უსარგებლო ან მავნე წამლებს! კიდევ, მედიკამენტების მწარმოებლები დაკავშირებული არიან ჯანმრთელობისთვის საშიში საკვები პროდუქტების მწარმოებლებთან. საკვებ დანამატებიანი პროდუქტები, რომლებიც მენდელეევის მთელ პერიოდულ ცხრილს შეიცავს, გაზიანი სასმელები და ფასტ–ფუდი, რომლებსაც ჩვენი შვილები აღმერთებენ, ასპარტამის შემცველი "კოკა", "პეპსი", "ფანტა" და “McDonald’s”-ის გენმოდიფიცირებული მენიუ სწრაფად კლავს მოუმაგრებელ ორგანიზმს. დაავადებულნი კი მიდიან ექიმებთან, რომლებსაც მათ რეკლამირებულ წამლებს უნიშნავენ! ამრიგად, სამედიცინო მაფიის (პროდუქტებისა და მედიკამენტების მწარმოებელი - რეკლამა - ექიმი - აფთიაქი - პაციენტი) მიერ შექმნილი მანკიერი წრე იკვრება!

ზემოთქმული ორმაგად ეხება ვაქცინებს, რადგან არც ერთ მედიკამენტს არ შეუძლია ასტრონომიული მოგების მიღება ისე სწრაფად, როგორც ვაქცინაციადა მასთან დაკავშირებულ პროცედურებს! არცერთი ვაქცინის მწარმოებლის არცერთი ინსტრუქცია დღემდე ცნობილი არ არის ვაქცინირებული მოსახლეობისთვის, განსხვავებით აფთიაქში შეძენილი წამლებისგან, რომლებიც შეიცავს ინსტრუქციას საერთაშორისო და გამყიდველი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე (საქართველოში სავალდებულოა ინსტრუქცია ქართულად). ვაქცინაციამდე რატომ არასოდეს მოვითხოვთ მწარმოებლის ინსტრუქციის გაცნობას, ხოლო აფთიაქებში შეძენილი მედიკამენტების ინსტრუქციებს ყურადღებით ვსწავლობთ, შემდეგ კი თვითმკურნალობასაც მივმართავთ?! არადა, ვაქცინაცია სავალდებულოა, მედიკამენტებს კი ნებაყოფლობით ვიძენთ!

ჩვენ გვცრიან ყველანაირი ვირუსის საწინააღმდეგოდ, სპეციალურად შეჰყავთ ისინი ორგანიზმში მცირე დოზებით, რაც ხშირად იწვევს დაავადების პროვოცირებას და ლეტალურ შედეგსაც კი, თუმცა უცნობი ვირუსი უთვალავია და მათგან პოტენციური საფრთხე გაცილებით მაღალია! გაიხსენეთ ხმაურიანი კამპანიები საქართველოში "ღორისა" და "ფრინველის" გრიპის წინააღმდეგ, რომლის ეპიდემიებიარ აფეთქებულა: რა თანხების ვაქცინები იქნა შეძენილი და სად არის ისინი ახლა? რამდენი ფული დაიხარჯა ტყუილუბრალოდ საავადმყოფოებში სპეციალური საწოლების, ბოკსურებულ პალატების. სამედიცინო დამცავი აღჭურვილობისა და სამედიცინო პერსონალის გადასამზადებდ?!

ვინ გამდიდრდა ამით? რა თქმა უნდა, მსოფლიო სამედიცინო მაფია და, შესაბამისად, ქართულიც, როგორც მისი ნაწილი. ახალმა ტელევარსკლავებმა - ქართული მედიცინის მენეჯერებმა - ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას გეითსთან და ფაუჩისთან, საქართველოს მოსახლეობაზე ექსპერიმენტის ჩატარებაზე - ცივილიზებულ ქვეყნებში უგულებელყოფილი ვაქცინის გამოცდაზე. აბა რატომ არ ყიდულობს საქართველო რუსულ ვაქცინებს, რომელსაც აწარმოებს ჩინეთი (რომელსაც საკუთარი ვაქცინა გააჩნია), რომელსაც ყიდულობენ მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი, ევროკავშირი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები? რატომ არ ყიდულობს ამერიკულ ვაქცინებს?! სწორედ ამიტომ საქართველოში აცრას უკეთებენ ერთხელ, და არა ორჯერ, როგორც მთელ მსოფლიოში! სწორედ ამიტომ, საქართველო, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე მყოფ მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებთან ერთად, წლიდან წლამდე სიმბოლურ ფასად ან უსასყიდლოდ იღებს ნაირნაირი დასახელების ყველაზე უხარისხო ვაქცინების მიზერულ პარტიებს, თანაც – სამხრეთ კორეულ, ინდურ ან ჩინურ პატენტებს, სპეციალურად ასეთი ქვეყნებისათვის შექმნილი "COVAX" პლატფორმის მეშვეობით! დღეს მსოფლიოში გამოყენებულ COVID-19–ის საწინააღმდეგო არცერთ ვაქცინას, საუკეთესოსაც კი, არ გაუვლია კლასიკური გამოცდა, რაც წლობით გრძელდება, და პანდემიის გამო დამტკიცდა გადაუდებელი გამოყენებისათვის. ახლა მათი გამოყენება მსგავს ქვეყნებში აჩვენებს, თუ რა გართულებებს იწვევს ისინი დროთა განმავლობაში - ექვსი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ და ა.შ.

 ცნობისათვის: საქართველოში მცირე დოზებით შემოტანილი ვაქცინები „AstraZeneca“ და „Pfizer“ დამზადებულია 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის კლონისგან, ხოლო ჩინური „Sinopharm»“, რომელსაც დღე–დღეზე ელოდებიან, მაიმუნის თირკმლის უჯრედებისგან.

ამიტომაც არის, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი რუსეთისგან იზოლირების გამო ზედმიწევნით ხელსაყრელია ქართულსამედიცინო მაფიისთვის, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებს ქვეყნის მოსახლეობას და ამით უზარმაზარ დივიდენდებს იღებს.

საქინფორმი