უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - ამერიკული მხარის მტრული და არაპროგნოზირებადი ქმედებები გვავალდებულებს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი.ამერიკული მხარის მტრული და არაპროგნოზირებადი ქმედებები გვავალდებულებს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„როდესაც გყავთ საკმაოდ აგრესიულად განწყობილი და არაპროგნოზირებადი თანამოსაუბრე, ყოველთვის მობილიზებულ მდგომარეობაში ხარ“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

პესკოვის თქმით, ვაშინგტონის უკმეხი განცხადებებისა და მტრული გამოვლინების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-სთან კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოყალიბების მომხრეა.

interpressnews.ge