პოლიტიკა
კელი დეგნანი იმედს არ კარგავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატ კოლეგებს მალე შეუერთდება

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. გვსურს, ვიხილოთ, როგორ მუშაობს ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია ერთად პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმედს არ კარგავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დეპუტატ კოლეგებს შეუერთდება და ერთად იმუშავებენ საქართველოს წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„გვსურს, ვიხილოთ, როგორ მუშაობს ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია ერთად პარლამენტში. ძალიან კარგი სამუშაოა შესრულებული მათ მიერ, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას, შევიდა საკანონმდებლო ორგანოში და უზრუნველყო ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის ინიცირება, ერთად მუშაობენ სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე. ეს არის ის, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს პარლამენტი და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მალე ასევე შეუერთდება საკუთარ დეპუტატ კოლეგებს პარლამენტში, ერთად იმუშავებენ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც საქართველოს წინაშე არსებობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.