რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: გენერალ კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდაზე გადმოასვენეს, გენერალისიმუსი სტალინის სკულპტურა კი ყანაში აგდია!

     მორიგი ცხრაწლიანი ციკლი საქართველოში კვლავ კრიტიკული დღეებით მთავრდება - თითქმის ყველა რეგიონი და თბილისი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მოუცავს - შიმშილობა და გაფიცვა, მიტინგები და მსვლელობები, კარვები და ამოკერილი პირები, თუმცა ივანიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნა 2024 წლამდე უწინასწარმეტყველა. ობიექტური მიზეზები, როგორც ყოველთვის, უმუშევრობა და ინფლაციაა: მდიდრები, რომლებიც დიდი ხანია ფულს გაძვირებულ დოლარებში ითვლიან, კიდევ უფრო გამდიდრდნენ, უპოვრები კი, რომლებიც ითვლიან თითოეულ გაუფასურებულ ლარს, კიდევ უფრო გაღატაკდნენ. საკუთარი კორექტივები შეიტანეს პანდემიამ და რუსოფობიამაც - საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, წინანდელის მსგავსად, რუსეთის ბაზარსა და რუს ტურისტებს ალტერნატივა ვერ გამოუნახა. სააკაშვილის მმართველი პარტიაცა და ივანიშვილის მმართველი პარტია ფინიშზე პოლიტიკურ კრიზისში შევიდნენ, რომლის პროვოცირებაც ეკონომიკურმა კრიზისმა მოახდინა, ისი დაძლევაც ვერ შეძლეს და მიზეზად გლობალური ეკონომიკური კრიზისის და პანდემიის მოშველიება ნდობას ვერ იწვევს. ეს ყველაფერი უკვე ვიხილეთ პირველი და მეორე პრეზიდენტების, გამსახურდიასა და შევარდნაძის დროს, როდესაც ჰარაკირი გავიკეთეთ - საქართველოსკენ მომავალ, რუსული ხორბლით დატვირთულ მატარებლებს რელსებზე ვადუღებდით და „რკინიგზის დასაცავად“ აფხაზეთში არმია გავაგზავნეთ...

შედარებისთვის: მსოფლიოში პანდემიის არსებობის წელიწად–ნახევრის განმავლობაში დაიღუპა 3 მილიონ 300 ათასი ადამიანი - თითქმის იმდენი, რაც საქართველოში ამომრჩეველია (არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მუდმივად ცხოვრობს არაუმეტეს 2 მილიონ 300 ათასი მოქალაქისა). წარმოიდგინეთ საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც სასიკვდილოდ დაავადდნენ კორონავირუსით და დღეს ის უბრალოდ აღარ არსებობს! მაგრამ არსებობს კი საქართველო, როგორც სახელმწიფო, თუ ესაა ტერიტორია დაუდგენელი საზღვრებით? საქართველოს მოსაზღვრე არცერთ ქვეყანასთან, სომხეთის გარდა, ჩვენ არ გვაქვს დადგენილი სახელმწიფო საზღვრები: სად გადის საზღვარი რუსეთთან - როკის გვირაბთან, თუ საქართველოს სამხედრო გზასთან, ფსოუზე, თუ ენგურზე? სად მდებარეობს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - აზერბაიჯანში, თუ საქართველოში? რატომ უჭირავს თურქეთს თვალი ბათუმზე, რომელიც დე ფაქტო უფრო თურქულია, ვიდრე ქართული ქალაქი?

   9 წელი - 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით - ქვეყანას სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობ" მართავდა; 9 ელი - 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით - ივანიშვილის "ქართული ოცნება", მაგრამ მთავარ კითხვებზე პასუხი მაინც ვერ მივიღეთ. საქართველო - პოლიტიკანებისა და უმუშევართა ქვეყანა - განუხრელად პატარავდება, წარმატებები დემოკრატიაში უცებ პროფორმა და არა რეფორმა აღმოჩნდა, რის შედეგადაც რუსთაველის ქვეყანა ვერა და ვერ გაიმართა წელში, რათა სამუდამოდ გადაფრინდეს ევროპაში და დაემშვიდობოს მეზობლებს, რომლებიც კავკასიის ცხოვრებით ცხოვრობენ და არ აპირებენ გაფრენას ევროკავშირსა და ნატოში. მაგრამ მალე გამფრენიც აღარავინ დარჩება – ყველა, ვისაც გაფრენა შეეძლო, უკვე გაფრინდა, დაემშვიდობა სამშობლოსა და მის მრავალჭირნახულ ისტორიას. ემიგრაცია ხომ საქართველოს ღარიბი მოქალაქეებისთვის გადარჩენის ერთადერთი შანსია, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ბოლო 100 წლის განმავლობაში. რუსეთსა და საფრანგეთში, აშშ-სა და საბერძნეთში, გერმანიასა და ესპანეთში - არა აქვს მნიშვნელობა, სად...

   სააკაშვილის რეჟიმამდე საქართველოს შევარდნაძის პარტია მართავდა, რომლის ერთ-ერთი ფავორიტიც სააკაშვილი იყო და რომელიც ასევე დაღუპა ერთსა და იმავე მდიდრების უზომო მადამ, ვინც ყიდიდა და დღემდე ყიდის საქართველოს, ხოლო პროფილური მინისტრები მათი ნოტარიუსები არიან. საქართველოს გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ტერიტორია იყიდება ნატოს სამხედრო ბაზებზე, ენერგეტიკულ მილსადენებსა და სატრანსპორტო მაგისტრალებზე, წიაღისეული სიმდიდრე და წყლის რესურსებ კაპიკები ღირს - Sale, იჩქარეთ, ბატონებო! უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოს მიჰყიდიან თურქეთს, რადგან მალე თურქეთი ისედაც მუქთად წაიღებს, და კიდევ იმიტომ, რომ მეზობლებს შორის, თურქეთის გარდა, მყიდველი არავინაა.

დღეს საქართველოში შექმნილია სამი ახალი პოლიტიკური ძალა: გახარიას პარტია, ვასაძის პარტია და გოლეთიანის მოძრაობა "რიონის მცველები", რომლებმაც დროებით შეაჩერეს თურქული კომპანია "ენკას" მიერ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ზუსტად ასე 2003 წელს შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ შეიქმნა სამი პარტია - სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, ჟვანიას გაერთიანებული დემოკრატები და ბურჯანაძის „ბურჯანაძე - დემოკრატები.

   ხუდონიდან ნამახვანამდე, ჟვანიდან გოლეთიანამდე: მთავარი თემა, რომლის ნიადაგზეც ჟვანია მთავარი "მწვანედან" ქვეყნის პრემიერ-მინისტრამდე ამაღლდა, ეს წაუგებელი, დასავლეთის მიერ ღრმად დაფასებული ეკოლოგიის დაცვის თემა - ანუ ხუდონჰესის მშენებლობის აკრძალვა. დღეს ჭაბუკმა გოლეთიანმა, რომელიც რიტორიკითა და ცალკეული ფრაზებით ჩამოჰგავს ჟვანიას, ნამახვანჰესის აკრძალვის საკითხი წამოჭრა.

   არსებობს სხვა პარალელებიც: ჟვანიამ მაშინ შევარდნაძმოქალაქეთა კავშირს“ ზურგში მახვილი ჩასცა და დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი იმ პირობით, რომ თარგამაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დატოვებდა. დღეს გახარიამ ზურგში მახვილი ჩასცა ივანიშვილის ქართულ ოცნებას“ და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდ გადადგა ოპოზიციის ლიდერი ნიკანორ მელიას დაპატიმრების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

   და კვლავ - რუსეთი: 2003 წლის ნოემბერში სააკაშვილისთვის ხელისუფლების გადაცემის მიზნით, თბილისში ჩამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი, რადგან შევარდნაძე და აბაშიძე ჯიუტობდნენ; 9 წლის შემდეგ სააკაშვილი გააძევა რუსმა ბიზნესმენმა, მილიარდერმა ივანიშვილმა. იმავე რუსულ "პლასტინკას" ატრიალებენ დღესაც - აცხადებენ, რომ გოლეთიანის სპონსორია რუსეთი, რომელიც, თურმე, დაინტერესებულია, რომ საქართველო მისგან ელექტროენერგიას ყიდულობდეს და, შესაბამისად, არ არის დაინტერესებული საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით. რუსულ პროექტებს უწოდებენ ზემოხსენებულ ორ ახალ ოპოზიციურ ლიდერსაც - გახარიასა და ვასაძეს მათი რუსული ბექგრაუნდის გამო: ისინი მოსკოვიდან ჩამოვიდნენ, განათლება მიიღეს მოსკოვში, მუშაობდნენ მოსკოვში და იქ გამდიდრდნენ.

   სხვა გასაკვირი "მსგავსებანიც" არსებობს: მოსკოვიდან დაბრუნებული შევარდნაძე მეორედ ჩაუდგა სათავეში საქართველოს ხელისუფლებას, ახლა სააკაშვილი აპირებს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მეორედ მოსვლას, უკრაინიდან დაბრუნებული. ივანიშვილიც და შევარდნაძეც მშვიდობიანად წავიდნენ სახლებში და გაერიდნენ პროცესების მართვას, მაგრამ ორივემ – ივანიშვილმა და შევარდნაძემაც ერთი და იგივე საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - სააკაშვილი კი არ შეაჩერეს, არამედ მხარი დაუჭირეს! შევარდნაძე მას პოლიტიკოსად ზრდიდა, თავზე დაჰფოფინებდა და იუსტიციის მინისტრად დანიშნა; ივანიშვილი სააკაშვილს ფინანსურად უჭერდა მხარს, ხოლო საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ კი არ დააკავა, არამედ "ორკესტრის თანხლებით" ქვეყნიდან აშშ–ში გაუშვა; ივანიშვილმა ხელი არ შეუშალა სააკაშვილის ოჯახს - დედამისსა და მის მეუღლეს - გაეგრძელებინათ მიშას საქმე საქართველოში და დაკავებულიყვნენ დესტრუქციული საქმიანობით. "მადლობის ნიშნად" სააკაშვილი ხელისუფლებიდან ჯერ – შევარდნაძეს, შემდეგ კი ივანიშვილს აძევებს, თუმცა მოუწევს შეეგუოს მათ ყოფნას საქართველოში. შევარდნაძე მუშაობდა თავის მემუარებზე და თითქმის ბოლომდე აცხადებდა, რომ „საქართველოს კარგი პრეზიდენტი ჰყავს“; შევარდნაძეების ოჯახი მშვენივრად თანამშრომლობდა ახალ რეჟიმთან; და ივანიშვილისთვისაც ბევრად უფრო მომგებიანია, დროდადრო დააფინანსოს სააკაშვილი, ვიდრე შეინახოს "ქართული ოცნების" საკუთარი გაუმაძღარი არმია და მის ნაცვლად მოიგოს არჩევნები!

   მაშინაც და ახლა რუსეთი იმედოვნებდა, რომ მოილაპარაკებდა - ჯერ სააკაშვილთან, რომლის პირველი ვიზიტი იყო პუტინთან, შემდეგ - ივანიშვილთან, მაგრამ ამაოდ. დღეს რუსეთი კვლავ სააკაშვილ მოლოდინშია, იმედოვნებს, რომ მოილაპარაკებს ურთიერთმისაღები პირობებით საქართველოსთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შესახებ, რომელთა შენახვაც წამგებიანი რუსეთისთვის როგორც ფინანსურ, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც მეტი დრო გადის, რუსეთში რწმუნდებიან, რომ შეუძლებელია საქართველოს მოწყვეტილ ტერიტორიებზე წესრიგის დამყარება, მათი მოწყობა და აშენება ქართველების გარეშე, ამიტომ, რუსი გადასახადების გადამხდელთა ფულის ქარისთვის გატანება კრიზისის დროს და, თანაც, ამის გამო დასავლეთის სამიზნე ქცევა სიბრიყვეა! და არა მხოლოდ დასავლური სანქციების სამიზნედ - რუსული სოცქსელების მომხმარებელთა უმეტესობა, რომლებსაც შესაძლოა დიდად არ ენატრებათ ქართველებთან უწინდელი მეგობრობა, მაგრამ ამის მიუხედავად, მოურიდებლად აკრიტიკებენ კრემლის პოლიტიკას აფხაზებისა და ოსების - ”უმადური და არაკონტროლირებადი კავკასიელების" - მიმართ... "რატომ, როცა შეიძლება აპლოდისმენტების ქვეშ სეპარატისტული რეგიონების დაბრუნება საქართველოსთვის, რუსეთ-საქართველოს უწინდელი ურთიერთობების დაბრუნებ? ისინი მაინც ურთიერთობენ თბილისთან, იქ დადიან სამკურნალოდ, იღებენ დახმარებას, მოიხმარენ ელექტროენერგიას ნგურჰესდან, რომელიც საქართველომ გაარემონტა და, თანაც, მას ბიტკოინების საშოვნელად იყენებენ!" - სერიოზულად დაფიქრდნენ კრემლში. არც თეთრი მელა და არც სააკაშვილის დროს, საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის მიუხედავად, რუსეთს ხომ არასოდეს გაუწყვეტია მასთან ურთიერთობა, ხელისუფლების შეცვლის კრიტიკული მომენტების გამოკლებით. ვაჭრობა, სატრანსპორტო მიმოსვლა, კრიმინალის წინააღმდეგ თანამშრომლობა, ასე თუ ისე, გრძელდებოდა, მოსკოვი აგრძელებდა ინვესტიციების დაბანდებას საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ სფეროებში და რუსი ტურისტების გამოგზავნას, და ასევე არასდროს შეუწყვეტია საქართველოში ფულადი გზავნილები რუსეთის 1,5 მილიონიანი ქართული დიასპორისგან. და არც შეაჩერებს, თუნდაც საქართველოს ხელისუფლებაში მელოტი მელა - ნიკანორ მელია მოვიდეს!

   სანაცვლოდ, რუსეთი მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს - არ არის საჭირო ნატო, ქართველებ, საქართველოს ნატ არ სჭირდება! "ნაციონალებსაც"და "მეოცნებეებსაც" ეს კარგად ესმით, მაგრამ სწრაფ და იაფ ფულზე ჯერ არავის უთქვამს უარი! დასავლეთის ფული, აშშ–სა და ევროკავშირისგან, უკრაინასთან ერთად რუსეთთან დასაპირისპირებლად იოლი და რეალური ფული, რომლისთვისაც საჭიროა მხოლოდ რუსეთისთვის ყოველდღე ოკუპანტის ძახილი და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ფიქრზეც კი უარი! უაზრობაა იმაზე ფიქრი, თუ ვინ დაფარავს სააკაშვილის შემდეგ გასამმაგებულ საგარეო ვალს - ვინ გადარჩება საქართველოში პანდემიის შემდეგ, რომელიც იმ დროისთვის შეიძლება საერთოდ აღარ არსებობდეს?! ასე რომ, ერთი დღით ვცხოვრობთ და პურსაც ვჭამთ, თუმცა რუსულსა და გაძვირებულს, რადგან აზერბაიჯანელების მეშვეობით ვყიდულობთ დიპურთიერთობების და, შესაბამისად, რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობების არარსებობის გამო...

   დღეს საქართველოში სწორედაც რომ ხელისუფლების შეცვლის კრიტიკული დღეებია, ამიტომ მოსკოვი კვლავ ელოდება შიკრიკებს საქართველოდან, თუ ვინ მოაწერ ხელს სოხუმისა და ცხინვალის მიღება–ჩაბარების აქტს ორმხრივად მისაღები პირობებით. კრემლში ლოდინით თვალები ამოიღამეს, მაგრამ ჰორიზონტზე მხოლოდ აბაშიძე ტბილისკის ეული ფიგურა ილანდება, რომელიც ძალიან ჰგავს დონკიხოტ ლამანჩელს... არადა სოხუმში თურქეთს შეუძლია ბათუმის ვარიანტი გაიმეოროს, და როდესაც ქართული მიწების დიდი გადანაწილება დაიწყება, სომხეთი და აზერბაიჯანი, ცხადია, განაცხადებენ თავიანთ პრეტენზიებს: პირველი - სამცხე–ჯავახეთზე, მეორე - ქვემო ქართლზე. თურქეთმა შეიძლება წაიღოს აჭარა, სადაც ქართველი მუსლიმები ცხოვრობენ, რუსეთმა - სამაჩაბლო და აფხაზეთი, სადაც ცხოვრობენ რუსეთის მოქალაქეები - აფხაზები და ოსები! მაშ, რატომ არ შეგვიძლია მივიერთოთ მიწებ, რომლებზეც ჩვენიანები ცხოვრობენ?!", - განაცხადებენ ბაქო და ერევანი და მათი ლოგიკის უარყოფა იოლი როდი იქნება.

   ცნობისთვის: ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ერდოღანმა სრულად დაფარა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ნასესხები 23,5 მილიარდი დოლარი. ააშენა 81 უნივერსიტეტი. თურქეთი შევიდა მსოფლიოს 20 ყველაზე განვითარებულ ეკონომიკაში. ააგო 26 აეროპორტი და ასობით საავადმყოფო, გაიყვანა 17 ათასი კმ–იანი გზა და 295 გვირაბი. ქვეყანამ დაიწყო ტანკების, სამხედრო ხომალდების და უპილოტო საფრენი აპარატების, მათ შორის მოიერიშეების, სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტებისა და მოიერიშე ვერტმფრენების წარმოება. მარმარის საუკუნის პროექტი, წყალქვეშა გვირაბი, რომელმაც დააკავშირა ევროპა და აზია. მესამე ხიდი სტამბოლში და უდიდესი ოსმან გაზის ხიდი. გადატრიალების მცდელობის დროს, რომელიც სააკაშვილის დედის მეგობარმა, ფეთჰულა გიულენმა მოაწყო, ერდოღანი კი არ გაიქცა, არამედ, პუტინისგან გაფრთხილებულმა, გაანადგურა თავისი მტრები.

   ნუთუ „რიონის მცვლელები“ შეაჩერებენ ერდოღან, რომლის ცხოვრებისეული საქმე დიდი თურანის აღდგენაა, მათ შორის საქართველოს ხარჯზე?! სამხედრო ინტერვენციის მიზეზად შეიძლება ქცეს კონტრაქტით თურქეთისთვის 99წლიან მფლობელობაში გადაცემული რიონის კალაპოტში არსებული ტერიტორიების დაუფლება, რისთვისაც თურქულმა კომპანიამ 35 მილიონი დოლარი უკვე გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას. ხოლო ბათუმის დასაუფლებლად იურიდიული საფუძველი იქნება ყარსის შეთანხმების ხელმოწერიდან ასული 100 წელი.

   ასე რომ, ჩვენ, ქართველებს ფართო ”არჩევანი” გვაქვს: თურქეთში - აჭარით, რუსეთში - აფხაზეთით, სამხრეთ ოსეთითა და სამეგრელოთი, სომხეთში - სამცხე–ჯავახეთით, ან აზერბაიჯანში - ქვემო ქართლით შევიდეთ. ამიტომ, ძვირფასო თანამემამულეებო, მოკალათდით ტელევიზორების წინ, მოიმარაგეთ პოპკორნი და ჩართეთ თურქული სერიალი! ან, უარეს შემთხვევაში, რეპორტაჟი რუსთაველიდან მორიგი საპროტესტო გამოსვლების შესახებ...

P. S.

თავისუფლების მოედანი (ყოფილი ერივანსკის მოედანი, გენერალ პასკევიჩ–ერივანსკის გამარჯვებების აღსანიშნავად შერქმეული) სადღესასწაულოდ იყო მოკაზმული, თუმცა გადაკეტილი – ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვიწრო წრეში ზეიმობდა. ოღონდ გაუგებარია – რატომ 26 მაისს და არა 9 აპრილს, დამოუკიდებლობას – ვისგან, რატომ არ დაპატიჟეს მეცენატი ივანიშვილი, საქართველოზე 2 მლრდ დოლარზე მეტი რომ დახარჯა, და რატომ არ ეზეიმებოდა გაღატაკებულ ქართველ ხალხს... ერთადერთმა სტუმარმა – პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ - ადუდუნებდა ანტირუსულ დუდუკს დუეტში მოსისინე საქართველოს მენშევიკ პრეზიდენტთან. ეს ყველაფერი წერეთლის წმინდა გიორგის ძეგლის კვარცხლბეკთან ხდებოდა, რომელიც თბილისის არიქტექტურიდან ამოვარდნილია თავისი უზარმაზარი ზომების გამო, რადგან იქმნებოდა მოსკოვში, საქართველოს მინიატიურული დედაქალაქის ლანდშაფტთის გაუთვალისწინებლად.

   რუსი ოკუპანტების მორიგი ხსენებისას ცა გაკვეთეს საბჭოთა თვითმფრინავმა - სამმა Су-25 წითელი და თეთრი კვამლის კუდები გაუშვეს, რაც ცისფერი ცის ფონზე ტრიკოლორად გამოჩნდა... მოგვიანებით კი, მთაწმინდის პანთეონში, სადაც კეკე გელაძე განისვენებს, დასვენებული იქნა საფრანგეთიდან ჩამოტანილი, რუსეთის საიმპერატორო არმიის მამაცი გენერლის გიორგი კვინიტაძის ნეშტი, რომელიც სძულდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას! ამ დროს ქართველი გენერალისიმუსი სტალინის - მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული მთავარსარლის! - ნეშტი რუსულ მიწაში განისვენებს. „სამაგიეროდ“ მისი სკულპტურა ქართულ მიწაში, სახით ქვემოთ, მშობლიურ გორთან ყანაშია დაგდებული...

და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ვანდალებმა – ხრუშჩოვის ქართველმა მიმდევრებმა - არ იციან რუსული ენა და, შესაბამისად, არ წაუკითხავთ კვინიტაძის მემუარები, რომელიც დაღესტანში დაბადებულმა რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკის შვილმა, ის რუსულ ენაზე დაწერა. ახალი ქართველებისთვის სანატრელ ევროპაში პირველი მსოფლიო ომის გმირმა - კვინიტაძემმ რომელმაც უამრავი თური გაანადგურა! - შიმშილობდა, როგორც ყველა ქართველი ემიგრანტი. ამიტომ მუშაობდა ჯანმრთელობისთვის საშიშ გრამფირფიტების საწარმოში „პატე“, შემდეგ კი, მდიდარი სპონსორის ზელენსკის (უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის შორეული წინაპრის) დახმარებით ამზადებდა და ყიდდა იოგურტს, რომელიც თვითონვე მოიგონა...


საქინფორმის
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 26 მაისი
საქართველო, თბილისი