პოლიტიკა
დენის შმიგალი - ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებითა და ფაქტებით.

მისივე თქმით, უკრაინა-საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობები, პირველ რიგში, ემყარება უკრაინისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.

„მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენი მხრიდან, საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა მიაღწიონ ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს“, – განაცხადა შმიგალმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2 ივნისს, გვიან ღამით ეწვია.

დენის შმიგალის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.