უცხოეთი
მევლუთ ჩავუშოღლუ - აშშ-ს თურქეთთან თანამშრომლობა არამხოლოდ ლიბიისა და სირიის საკითხზე, არამედ მრავალ სფეროში სურს

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ს თურქეთთან თანამშრომლობა არამხოლოდ ლიბიისა და სირიის საკითხზე, არამედ მრავალ სფეროში სურს, დაწყებული ხმელთაშუა ზღვიდან, შავ ზღვამდე და კავკასიის რეგიონამდე, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, ანკარა ჯო ბაიდენისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოსალოდნელ შეხვედრას პოზიტიური დღის წესრიგით უდგება.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასეთივე სიგნალს იღებს ანკარა ვაშინგტონიდან.

თურქეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ნატო-ს სამიტის ფარგლებში 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.

1tv.ge