საზოგადოება
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 68 შემთხვევა გამოვლინდა, 239 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 68 შემთხვევა გამოვლინდა, 239 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი, გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 158 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 334 917 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 327 626 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 948 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 343-ს შეადგენს.