პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ველოდებით, რომ ნატოს სამიტზე სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ნატოს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული.

„ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, ის რაც არის განსაზღვრული წინა ნატოს სამიტების დეკლარაციებში თუ მიღებულ შეთანხმებებში - ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს. ჩვენ მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.