პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის შეკავება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხია ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებში

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის შეკავება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხია ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებში, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ გვერდზე „ტვიტერში“.

„ევროპული ერთიანობის მნიშვნელობის დაუფასებლობა შეუძლებელია. საქართველო სრულად მზადაა ევროკავშირის პარტნიორებთან სამუშაოდ ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – აცხადებენ პარტიაში.