სამართალი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1478 ლარი გახდა

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1478 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1478 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.1518 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7289 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.7440 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.