აქტუალური
სააკაშვილმა აღიარა, რომ საქართველო ჯერ კიდევ დაუშვებლად ღარიბი და ცხოვრებას ჩამორჩენილი ქვეყანაა

saakashvili_mროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესდაჯილდოება „მერკური 2011“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყნის განვითარება მოქალაქეთა თანხმობას, ხანგრძლივ პოლიტიკურ პროცესსა და სტაბილურობას ეფუძნება.

„შვიდ წელიწადზე ნაკლებია, რაც ეს მთავრობა ხელისუფლებაშია. ეს არაფერი არ არის ისტორიული თვალსაზრისით. მენტალიტეტის ყველა დონეზე გამოსაცვლელად საჭიროა მინიმუმ 15-20 წელიწადი. პირადად მე ასე ვფიქრობ. ესაა მინიმალური ვადა, რომ შევიცვალოთ, შეუქცევადად დავადგეთ მდიდარი ქვეყნის გზას. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ დაუშვებლად ღარიბები და ცხოვრებას ჩამორჩენილები“, – განაცხადა სააკაშვილმა.