უცხოეთი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აშშ-ის ხელისუფლება მუდმივად ცდილობს საკუთარი სტრუქტურული პრობლემები ჩინეთის დემონიზებით გადაფაროს

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სიე ფენის თქმით, აშშ-მა ჩინეთის დემონიზება უნდა შეწყვიტოს.

მისი თქმით, ისეთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაინდენია ჩინეთისგან წარმოსახვითი მტრის შექმნას არ უნდა ცდილობდეს.

„შეერთებული შტატების ხელისუფლება მუდმივად ცდილობს საკუთარი სტრუქტურული პრობლემები ჩინეთის დემონიზებით გადაფაროს. თითქოს ჩინეთის განვითარების შეჩერების შედეგად აშშ-ის საშინაო და საგარეო პრობლემები მოგვარდება, ამერიკა კი ისევ დიდებული გახდება“, - განაცხადა სიე ფენმა.

interpressnews.ge