უცხოეთი
ღარიბაშვილი-ერდოღანის სატელეფონო საუბარი (ვიდეო)

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მხარდაჭერას უცხადებს. მხარეებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა (ვიდეო იხ. აქ).

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთს სათანადო დახმარება აღმოუჩინონ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში კიდევ ერთხელ მიიწვია. ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ახლო მომავალში გამართვის აუცილებლობას, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს. ისაუბრეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზე.

1tv.ge