უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ღია და გარღვეული საზღვრები, დანაშაული რეკორდულ დონეზე, უმაღლეს დონემდე გაზრდილი ნავთობის ფასი და ინფლაციის ზრდა - უკვე მოგენატრეთ?

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს, სადაც ავღანეთში შექმნილი არეულობისა და აშშ-ში არსებული სიტუაციის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავს.

„ტრაგიკული არეულობა ავღანეთში, ღია და გარღვეული საზღვრები, დანაშაული რეკორდულ დონეზე, უმაღლეს დონემდე გაზრდილი ნავთობის ფასები და ინფლაციის ზრდა - უკვე მოგენატრეთ? - აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთში არსებული სიტუაციის გამო გააკრიტიკა და პრეზიდენტს მოუწოდა, ავღანეთის სამთავრობო ძალების დასახმარებლად მეტი გააკეთოს.

„ავღანეთი მასობრივი არეულობისკენ მიექანება. ადმინისტრაციის სიურეალისტური ძალისხმევა დაიცვას პრეზიდენტ ბაიდენის წინდაუხედავი პოლიტიკა გულწრფელად შეურაცხმყოფელია. თუკი პრეზიდენტი ბაიდენი სწრაფად არ შეცვლის კურსს, „თალიბანი“ მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვების მიღწევის გზას ადგას“, - ნათქვამია მიტჩ მაკკონელის განცხადებაში.

interpressnews.ge