პოლიტიკა
სააკაშვილმა აშშ–ს ოკუპანტი უწოდა და უკრაინასა და საქართველოს რუსეთთან ომისკენ მოუწოდა - არნო ხიდირბეგიშვილი

   მიხეილ სააკაშვილმა თავის Telegram არხზე მორიგი პროვოკაციული ჩანაწერი გააკეთა:

   ”ჯერ კიდევ ათი წლის წინ ვამბობდი, რომ როგორც კი ამერიკელები ავღანეთს დატოვებენ, ავღანეთის მთავრობის დაცემას და თალიბანის სრულ გამარჯვებას მაქსიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება. ჩემი ამერიკელი მეგობრები მარწმუნებდნენ, რომ არა - ისინი ძალიან კარგად ამაგრებენ ავღანეთის არმიას, აძლევენ მათ უამრავ აღჭურვილობასა და მოწყობილობას. მე, ჩემი მხრივ, ვუპასუხე, რომ ეს არ უშველის, რადგან მათ არ გააჩნიათ წინააღმდეგობის სული და არანაირი ტექნიკა არ უშველით.

სამწუხაროდ, მე მართალი აღმოვჩნდი, რადგან არაერთხელ ვიყავი ავღანეთში და საკუთარი თვალით ვნახე, თუ რამდენად არ აქვს ადგილობრივ მოსახლეობას ბრძოლის ნება და მხოლოდ ამერიკულ ხიშტებზეა დამოკიდებული.

რა მოხდება თალიბანის გამარჯვების შემდეგ? რა თქმა უნდა, ისინი არ გაჩერდებიან. მათი მომდევნო სამიზნე იქნება შუა აზია და იქ არსებობს არა მხოლოდ დამხობისთვის მზა რეჟიმები თითქმის ყველა შუა აზიურ ქვეყანაში, არამედ რუსეთისთვის სამხრეთიდან ისლამის დიდი შეტევის ძალიან ცხელი პერიოდიც მოსალოდნელია.

ავღანეთი გაკვეთილია ყველა ხალხისთვის, ყველა ჩვენგანისთვის: ამერიკელებს შეუძლიათ დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოიჩენთ ბრძოლის ნებას. 2008 წელს ქართულ არმიას გმირული წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, ამერიკელები თავიანთ ძალებს ნამდვილად არ გამოაგზავნიდნენ. და ეს ეხება რუსეთის საშემოდგომო გეგმებს უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდასაცავად და როდესაც მზად ვიქნებით მტრის შესაკავებლად რაღაც პერიოდი მაინც, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამერიკის დახმარების იმედი ვიქონიოთ.

მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება და ყველა მზად უნდა იყოს ამისთვის“.

    სასაცილოა ავღანელებში "წინააღმდეგობის სულის არარსებობის" შესახებ სიტყვების მოსმენა იმ არაკაცისგან, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, მხოლოდ მოახლოებული რუსული თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე, შიშისგან მიწაზე ფორთხავდა, გაოგნებული მაღალი რანგის უცხოელი სტუმრის თვალწინ! ლაჩრისგან, რომელიც ავღანეთში ერთადერთხელ გაფრინდა პრეზიდენტის სტატუსით და ცხვირი არ გაუყვია ამერიკული ავიაბაზის საკონტროლო–გამშვები პუნქტიდან, ქართული კონტინგენტი რომ იცავდა! მაშ, რა იცის ამ ქვეშაფსიამ ადგილობრივ მოსახლეობას ბრძოლის ნებაზე“? მიუხედავად აშშ–ის მიერ 20 წლის განმავლობაში დახარჯული ტრილიონი დოლარისა (ნატო-ს ქვეყნების ფინანსურ ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), აშშ–ის მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი ავღანეთის 200-ათასიანი არმიისა, „კალაშნიკოვის“ ავტომატებით შეიარაღებული 60 ათასი თალიბი ელვის სისწრაფით დაეპატრონა ქვეყანას 30-წლიანი ომით დაქანცული ავღანელი ხალხის აპლოდისმენტების ქვეშ, რომელმაც უარი თქვა მისთვის უცხო დასავლური დემოკრატიაზე და წინაპრების მრავალსაუკუნოვანი რწმენისა და ტრადიციების - “ცივილიზაციისა" და გლობალიზმის „სიკეთეებით“ შეცვლაზე.

   რაც შეეხება "ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ ამერიკულ ხიშტებს ეყრდნობა", ამით სააკაშვილი, ადანაშაულებს აშშ–ს, და ამავე დროს - ქართულ სამხედრო კონტინგენტს, რომელიც იქ თავად გაგზავნა, ავღანეთის მარიონეტული რეჟიმის დაცვაში! გამოდის, რომ აშშ და საქართველო - აგრესორები და ოკუპანტები არიან, რომლებმაც ავღანეთში იბრძოდნენ არა დემოკრატიის იდეალებისთვის, არამედ ნარკოდილერების ფულის სანაცვლოდ იცავდნენ ნარკოტრაფიკს, რომ ქართველი ჯარისკაცები უბრალოდ ამერიკული ბაზის დაქირავებულები დარაჯები იყვნენ. ამით სააკაშვილი შეურაცხყოფს ათასობით დაღუპული ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების არმიათა ჯარისკაცებს!

საბჭოთა სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობით, 1979-1989 წლების 10–წლიან ავღანეთის ომსა და აშშ–ნატოს მონაწილეობით 2001 - 2021 წლების 20 წლიან ომს შორის არსებული მრავალი განსხვავებისა, ბოლო ერთია: ავღანეთის ხელისუფლებამ ორივე შემთხვევაში წააგო ომი ავღანელი ხალხისთვის, მსოფლიოს უძლიერესი, ჯერ – საბჭოთა, შემდეგ კი ამერიკული არმიების დახმარების მიუხედავად (რომ აღარაფერი ვთქვათ უძლიერესი სამხედრო ბლოკის - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დახმარებაზე)!

   მომდევნო ფრაგმენტი, სადაც სააკაშვილი ნიშნის მოგებით ლაპარაკობს იმაზე, რომ აქაოდა, "თალიბები არ გაჩერდებდა მათი მომავალი სამიზნე შუა აზია იქნება, სადაც არსებობს არა მხოლოდ დასამხობად მზა რეჟიმები... არამედ მოსალოდნელია სამხრეთიდან ისლამის დიდი შეტევის ძალიან ცხელი პერიოდი რუსეთისთვის", მოწმობს, რომ სააკაშვილის ისედაც მწირი გონებრივი შესაძლებლობები საბოლოოდ დაქვეითდა, ხოლო უსაზღვრო ცინიზმი - პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდა. სააკაშვილი ყველას იდიოტებად თვლის, რომლებმაც დაივიწყეს, თუ როგორ გაანადგურა ახლახან რუსეთმა ისლამური სახელმწიფო - აშშ-მა რომ ჯერ შექმნეს, და მერე ვერ გაუმკლავდნენ! სააკაშვილი ყველას იდიოტებად თვლის, რომლებმაც დაივიწყეს, თუ როგორ დარჩა რუსეთი სირიაში და არ გაქცეულა, როგორც აშშ - ავღანეთიდან! ქარაფშუტა სააკაშვილმა არ იცის, არის თუ არა განსხვავება "მოჯაჰედებს", "დუშმანებსა" და "თალიბებს" შორის, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ დღეს აშშ ავღანეთიდან გააძევეს მათი შთამომავლები, ვისაც ამერიკელები რუსების წინააღმდეგ ომში ეხმარებოდნენ 40 წლის წინ! სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ავღანელი ლტილვილები პანკისში დაბინავდებიან და იქ დესტაბილიზაციას მოაწყობენ, რასაც სარიიდან გაქცეულმა ბოებიკებმა ვერ შეძლეს!

დასასრულ, ბოლო პასაჟი, რომელსაც თითქმის მთლიანად მოვიყვანთ - რომ ამერიკელებდაგეხმარებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ გამოიჩენ ბრძოლის ნებას. 2008 წელს ქართულ არმიას გმირული წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, ამერიკელები თავიანთ ძალებს ნამდვილად არ გამოგზავნიდნენ. და ეს ეხება რუსეთის საშემოდგომგეგმებს უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდასაცავად და როდესაც მზად იქნებით მტრის შესაკავებლად რაღაც პერიოდი მაინც, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამერიკის დახმარების იმედი ვიქონიოთ”. საშინელი ტყუილი და პროვოკაცია! ერთი თვეც არ გასულა, რაც სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხთან – „უკრაინა–-24“ ინტერვიუში აშშ „ჩაუშვა“ - აქაოდა, ცე-რე-უს-ა და აშშ–ის ცენტრალური სარდლობის ყოფილმა უფროსმა დევიდ პეტრუსმა კიევს მოუწოდა დონეცკზე იერიშის დაწყებისკენ და ქალაქის დაპყრობის გეგმაც კი შეადგინა! დღეს სააკაშვილი კვლავ “ჩაუშვა“ აშშ - აქაოდა, №1 სტრატეგიულმა მოკავშირემ დახმარება მხოლოდ მაშინ გამოგვიგზავნა, როდესაც ჩვენ უკვე გავრბოდით! ანუ, ამერიკული ხომალდი პამპერსებით, საბნებითა და წყლით საქართველოს პორტში მაშინ შემოვიდა, როდესაც ყველაფერი უკვე დასრულდა, ხოლო "გმირული წინააღმდეგობა", სააკაშვილის აზრით, გაუწიეს კავშირისა და მეთაურების გარეშე დარჩენილმა რეზერვისტებმა… სააკაშვილი დუმს, რომ კონდოლიზა რაისმა, მას ჯერ გააფრთხილა - „არ გაბებო, ვერ დაგეხმარებით!“, და მერე მას და მის გარემოცვას სულ იდიოტები უწოდა - "იდიოტებო, თქვენ ეს მაინც ჩაიდინეთ!", და როგორ დაურეკა ბუშმა სარკოზის: „ნუ გაფრინდები თბილისში, რუსებს მისი აღება სურთ და აიღებენ კიდეც!“. საკაშვილის ავანტურა სულ 3 დღე გაგრძელდა, მაშ როდის მოასწრეს ამერიკელებმა ჩვენი „გმირული წინააღმდეგობის“ ხილვა და ამერიკული ძალების მხარდასაჭერად გაგზავნა?!

სახეზეა - მორიგი პროვოკაცია, რომელსაც სააკაშვილი უკრაინასა და საქართველოს სთავაზობს: დაიწყოსაომარი მოქმედებები დონბასში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ჩაერთორუსეთის წინააღმდეგ ომში აშშ-ს დახმარებიიმედად, რომლებმაც, ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდებიან, იძულებულნი გახდებიან ჩაერთონ!

როგორც ჩანს, ქართულ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლებას ერთნაირი ხვედრი ელით - ისინი ისევე გაიქცევიან თბილისისა და ბორისპოლის აეროპორტებში, როგორც ქაბულის აეროპორტში - უცხოელი კურატორების იმედზე დარჩენილი ავღანელი მარიონეტები!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 17 აგვისტო
საქართველო, თბილისი