უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - ნატო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ავღანეთიდან ევაკუაციის ხელშეწყობის მიზნით

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და ევროპული კომისიის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ავღანეთის საკითხზე იმსჯელეს.

„ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენსა და ევროპული კომისიის პრეზიდენტ შარლ მიშელს ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე ვესაუბრე.

ნატო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის კოორდინირებისა და ხელშეწყობის მიზნით", - წერს იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

interpressnews.ge