უცხოეთი
დონალდ ტრამპი ავღანეთის მოვლენებზე - ეს უკან დახევა არ არის, ეს სამარცხვინო დანებებაა - ასეთი რამ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში არასოდეს მოხდებოდა

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ავღანეთიდან აშშ-ის ჯარებისა და ამერიკის მოქალაქეების სწრაფ ევაკუაციას სამარცხვინო უწოდა.

„ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ისტორიის ყველაზე დამამცირებელი მომენტია. ეს უკან დახევა არ არის ეს სამარცხვინო დანებებაა“, - განაცხადა მან.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და დაჯგუფება მის სიტყვას პატივს სცემს.

„ასეთი რამ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში არასოდეს მოხდებოდა“ , - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

interpressnews.ge