უცხოეთი
ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - ბელარუსი ერის ნება უნდა იყოს მთავარი სახელმძღვანელო ქვეყნის მომავლის განსაზღვრისას

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი ბელარუსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ერთობლივ განცხადებაში ოთხი ქვეყნის პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ბელარუს ხალხს, რომლებსაც სამშობლოში უფლებები შეუზღუდეს.

ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის პრეზიდენტები მხარდაჭერას უცხადებენ ბელარუსში 631 პოლიტიკურ პატიმარს და ყველა მათგანის გათავისუფლებას ითხოვენ. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ბელარუს ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, თავად აირჩიოს დემოკრატიული მომავალი.

„ერთადერი გზა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, არის ინკლუზიური ეროვნული დიალოგი, რომლის შედეგი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების ხელმომწერები – ანჟეი დუდა, გიტანას ნაუსედა, ეგლს ლევიტსი და კერსტი კალიურანდი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვრებზე ჰიბრიდულ თავდასხმებში სდებენ ბრალს.

„ივნისის შემდეგ, ჩვევნ ვართ თვითმხილველები ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვარზე ჰიბრიდული თავდასხმებისა. მესამე ქვეყნების მოწყვლად მოქალაქეებს იყენებენ ბელარუსიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის წასახალისებლად. ეს არ არის მიგრაციული კრიზისი, არამედ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის პოლიტიკურად მართული ჰიბრიდული ოპერაციაა, რათა ყურადღება გადაიტანოს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების მზარდი დარღვევებიდან. ჩვენ ვგმობთ ამ მუღებელ ქმედებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პრეზიდენტები აღნიშნავენ, 2020 წლის ოქტომბრიდან ევროკავშირმა დააწესა სანქციები ბელარუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ლიდერები მიესალმებიან ნატო-ს მოკავშირეების – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ დაწესებულ სანქციებს და აღნიშნავენ, რომ პარტნიორები და მოკავშირეები განაგრძობენ ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბელარუსი ერის ნება უნდა იყოს მთავარი სახელმძღვანელო ბელარუსის რესპუბლიკის მომავლის განსაზღვრისას“, – ნათქვამია ანჟეი დუდას, გიტანას ნაუსედას, ეგლს ლევიტსისა და კერსტი კალიურანდის განცხადებაში.

1tv.ge