უცხოეთი
გენერალი კენეტ მაკკენზი - ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტიდან გასვლის შემდეგ სამხედრო ტექნიკა მწყობრიდან გამოიყვანეს, რათა „თალიბანის“ მებრძოლებმა არ გამოიყენონ

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტიდან გასვლის შემდეგ დატოვებული თვითმფრინავები და ჯავშანტრანსპორტიორები მწყობრიდან გამოიყვანეს, – ამის შესახებ მისიის მეთაურმა გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა.

მისი თქმით, „დემილიტარიზირებულია“ 73 თვითმფრინავი, 70 ტაქტიკური ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა ტექნიკა, რათა ისინი არ გამოიყენონ „თალიბანის“ მებრძოლებმა.

„ეს თვითმფრინავები ვერასდროს იფრენენ. მათ ვეღარასდროს მართავს ვინმე“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

ამერიკულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შედიან თალიბი მებრძოლები ქაბულის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ანგარში და ათვალიერებენ ამერიკულ ავიატექნიკას.

პენტაგონში ასევე განაცხადეს, რომ მწყობრიდან გამოიყვანეს მაღალტექნოლოგიური ანტისარაკეტო სისტემა C-RAM.

შეგახსენებთ, უკანასკნელმა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ქაბული გვიან ღამით დატოვა, რითაც აშშ-ის 20-წლიანი სამხედრო მისია ავღანეთში დასრულდა.

1tv.ge