უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - აშშ 20 წელი ცდილობდა, საკუთარი სტანდარტები დაემკვიდრებინა ავღანეთში, შედეგად კი ტრაგედია მიიღო

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეფასებით, აშშ 20 წლის განმავლობაში ცდილობდა, ავღანეთში საკუთარი სტანდარტები დაემკვიდრებინა, შედეგად კი მხოლოდ ტრაგედია და დანაკარგი მიიღო.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სხვა ქვეყნებისთვის გარედან რაიმეს თავზე მოხვევა დაუშვებელია და აუცილებელია ცივილიზებულად დახმარება.

„ამერიკელი სამხედროები ამ ტერიტორიაზე 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ცდილობდნენ იქ მცხოვრები ხალხის „გაცივილურებას“. არსებითად კი ცხოვრების საკუთარი ნორმებისა და სტანდარტების დამკვიდრებას, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. შედეგი კი ტრაგედიაა. მხოლოდ დანაკარგი. მათთვის ვინც ეს გააკეთა, ანუ აშშ-სთვის და მით უმეტს ავღანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის“, – განაცხადა ვალდიმერ პუტინმა.

1tv.ge