პოლიტიკა
ვიმედოვნებ, რომ კახი ირაკლის უფრო გაუმართლებს, ვიდრე კახი ერეკლე მეორეს, და ის სიცოცხლეშივე შევა ისტორიაში, როგორც ირაკლი გამაერთიანებელი - არნო ხიდირბეგიშვილი

     „ნამდვილად შეუცვალა თუ არა ქართულმა ოცნებამკურსი საქართველო რუსეთისკენ მიმავალ გზაზე, რასაც ქართული ოპოზიცია აღშფოთებული აცხადებს? ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე ცვლილება წინა კვირ ლავროვის განცხადების შემდეგ - რომ მას ძალიან უყვარს საქართველო და რომ რუსეთი ყოველთვის მზად არის ურთიერთობების დასარეგულირებლად?, – ვკითხეთ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს.

   „გასულ კვირას მოხდა საქართველოს ყველა „მეგობრის“ და „პარტნიორის“ საბოლოო ლუსტრაცია, რომელთაც ჭკუა არ ეყოთ ემოციების შესაკავებლად და თავი გასცეს თავიანთ არაკეთილგანწყობილი, ცინიკური და მუქარის შემცველი განცხადებებით! მთავარი სამიზნე იყო პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი, რომელმაც უარი თქვა ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს სესხზე და მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებაზე. "თუ ქვეყანა ფულზე უარს ამბობს, ის კონტროლიდან გადის!" - პანიკაში ჩაცვივდნენ დასავლეთში. თბილისში კი გაქრა ბოლო ეჭვები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობაზე, მოლაპარაკებების დაწყება დაუყოვნებლივ შეიძლება.

   დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპურთიერთობების აღდგენა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შესახებ დიალოგის დაწყება ახლო მომავლის საკითხია, ხოლო პირდაპირი ავიარეისები და სავიზო რეჟიმის გაუქმება შესაძლებელი გახდება საქართველოში ეპიდსიტუაცის დასტაბილურებისთანავე. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აფხაზებისა და ოსების უმრავლესობა - უბრალო ხალხი, ინტელიგენცია, ბიზნესმენები, ახალგაზრდობა და უხუცესები - დარწმუნდნენ, რომ ჩვენთან ერთად ცხოვრება უკეთესი იქნება, ვიდრე ცალ -ცალკე, მით უმტეს, რომ ვაჭრობა, ენერგეტიკა, მკურნალობა, სწავლა – ეს ყველაფერი ისედაც დაკავშირებულია თბილისთან, ქართველებთან, და ყველაფერი კარგად მუშაობს! ვიმედოვნებ, რომ კახი ირაკლის უფრო გაუმართლებს, ვიდრე კახი ერეკლე მეორეს - ქართველ ხალხზე დაყრდნობით, ის გაუძლებს კოლექტიური დასავლეთის და ოპოზიციის იერიშებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მეთაურობით და სიცოცხლეშივე შევა ისტორიაში, როგორც ირაკლი გამაერთიანებელი!

   სამეგრელოსა და შიდა ქართლის მოსახლეობა, დემარკაციის ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის მკვიდრი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს რუსებთან მეგობრობას, მათ უფრო ეშინიათ ოსურ მილიციაში მოხვედრის, ვიდრე რუსი მესაზღვრეების, რომლებიც ქართველებს გაგებით ექცევიან. მინდა ვთქვა, რომ უმაღლეს შეფასებას იმსახურებს კონფლიქტის ზონაში ქართული პოლიციის მძიმე შრომა ნაცოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად! გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ანდა ხაზზე მდებარე სოფლების მცხოვრებლებ ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას - სააკაშვილის ოპოზიციამ იაფფასიან ფლეშმობებით ბრძენი გლეხების მოტყუება ვერ შეძლო!

   რაც შეეხება ოპოზიციისა და სააკაშვილის ჯიბის მედიის მხრიდან რუსეთუმეობაში ხელისუფლების ბრალდებებს: რაც უფრო მეტად ადანაშაულებენ ისინი ღარიბაშვილსა და ივანიშვილ რუსეთუმეობაში, მით უფრო უმაღლებენ „ქართულ ოცნება რეიტინგ ამომრჩეველთა შორის! დაე, ასევე გააგრძელონ, ხელს ნუ შევუშლით“, - გვიპასუხა არნო ხიდირბეგიშვილმა.

2021 წლის 6 სექტემბერი
საქართველო, თბილისი
საქინფორმი