აქტუალური
დავით ზალკალიანი ხავიერ კოლომინას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნას ულოცავს

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად ხავიერ კოლომინა დაინიშნა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით ესპანელ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს.

„ვულოცავ ხავიერ კოლომინას პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზე დანიშვნას. საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა, გახდეს ალიანსის წევრი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მივაღწევთ ხელშესახებ შედეგებს“, – წერს ზალკალიანი.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენლის პოზიციას ჯეიმს აპატურაი იკავებდა.