საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, სამწუხარო რეალობაა, რომ მას გავლენა აქვს გარკვეულ ჯგუფებზე

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. სამწუხარო რეალობაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში, იცით, რომ ეს კანონით არის აკრძალული,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ სააკაშვილს გარკვეულ ჯგუფებზე გავლენა აქვს.

"2 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა პოზიციაზე. მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, მან უარი თქვა საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობაზე, მან თავადვე ამით ყველაფერი თქვა, თუ რა დამოკიდებულება აქვს საკუთარ სამშობლოზე. სამწუხარო რეალობაა, რომ მას გავლენა აქვს გარკვეულ ჯგუფებზე",- განაცხადა პაპუაშვილმა.