საზოგადოება
კახა კალაძე – 56.1%, ნიკანორ მელია – 28.3% – „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევა

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 56.1%-ით ლიდერობს.

კითხვაზე: „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

კახა კალაძე – 56.1%;

ნიკანორ მელია – 28.3%;

გიორგი გახარია – 6.2%;

ანა დოლიძე – 2.2%;

ანა ბიბილაშვილი – 1.9%;

გიორგი ლომია – 1.3%;

თამარ კეკენაძე – 0.9%;

მიხეილ ქუმსიშვილი – 0.7%;

სხვა კანდიდატები 2.4%.

კვლევის საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა და 2 975 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 3%-ია.