უცხოეთი
მოსკოვი და ოკუპირებული სოხუმი დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს განიხილავენ

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ჩავიდა, - გამოცემა Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ ოპოზიციურ „აფხაზეთის სახალხო მოძრაობაში“ განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, „მხარეებმა“ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი უნდა განიხილონ.

”ამჟამად, კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, განიხილება საკითხები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ერთობლივი კომისიის მუშაობა ღიად განახორციელონ და მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, რადგან ტერიტორიული კუთვნილების საკითხი უკიდურესად მგრძნობიარეა ჩვენი ხალხისთვის, ” - ნათქვამია „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

interpressnews.ge