უცხოეთი
ენტონი ფაუჩი - იმედია, პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება, მაგრამ არანაირი გარანტია არ არსებობს - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში სწორი რეჟიმი ვაქცინის მესამე დოზა იქნება

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტის ანტონი ფაუჩის განცხადებით, "იმედია პანდემია დასრულდება გაზაფხულისთვის, მაგრამ დელტა ვარიანტის შემდეგ "არანაირი გარანტია" არ არსებობს. ამის შესახებ მან "ტელეგრაფთან" ინტერვიუში განაცხადა.

ფაუჩის თქმით, სამი დოზა განიხილება, როგორც აუცილებელი Covid-19– ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინაციისთვის".

”მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ გადავხედავთ ყველაფერს, სწორი რეჟიმი იქნება მესამე დოზა", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ბავშვებს ენტონი ფაუჩის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დასჭირდება თუ არა ბავშვებს მესამე დოზა.

"ჩვენ ეს არ ვიცით. მე ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა ამ გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ფაუჩიმ.

რაც შეეხება იმას თუ, როდის დასრულდება პანდემია. ფაუჩის თქმით, ის იმედოვნებს, რომ პანდემია მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება, მაგრამ დასძენს:

”ეს არის მხოლოდ იმედი, ეს არის მისწრაფება, მოხდება თუ არა, ვნახოთ".

interpressnews.ge