პუბლიკაციები
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძეს ხმების 45.28 პროცენტი აქვს, ნიკანორ მელიას კი 34.27 პროცენტი

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისში 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 360 უბანზე (46.81%).

აღნიშნული მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა კახა კალაძე 45.28 პროცენტით (96 840 ხმა), 34.27 (73 294 ხმა)​ ​პროცენტი აქვს ნიკანორ მელიას.

სხვა კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: თამარ კეკენაძე – 1 269 ხმა (0.59 %); გიორგი ლომია – 3 230 (1.51 %); ანა ბიბილაშვილი – 5 193 (2.43 %); მიხეილ ქუმსიშვილი – 1 764 (0.82 %); გიორგი ქუთათელაძე – 309 (0.14 %); თეიმურაზ ბობოხიძე – 169 (0.08 %); გიორგი ლაღიძე – 230 (0.11 %); არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – 1 234 (0.58 %); გიორგი გახარია – 19 382 (9.06 %); ქეთევან ნაკაშიძე – 163 (0.08 %); ევგენი ღვინიაშვილი – 181 (0.08 %); ზაზა ხატიაშვილი – 805 (0.38 %); ანა დოლიძე – 9 411 (4.4 %); გიორგი გაჩეჩილაძე – 406 (0.19 %).