აქტუალური
ალეკო ხეთაგური: „ენგურჰესის“ მართვასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმება აფხაზებმა დაბლოკეს“

aleksandre-khetaguriენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აფხაზების ფინანსურ ინტერესებშიც არ შედიოდა, რადგან, მინისტრის განმარტებით, აფხაზები 1 მილიარდ 400 მილიონ კილოვატ საათს უფასოდ იღებენ და ყიდიან, რასაც მემორანდუმის გაფორმების შემთხვევაში, ვეღარ გააკეთებდნენ.

„ერის მოღალატედ რომ გამომაცხადეს, ის მემორანდუმი აფხაზებმა დაბლოკეს“, – განაცხადა ხეთაგურმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ახალი მემორანდუმის ხელმოწერაც ხელსაყრელია და დოკუმენტის გაუფორმებლობაც. კერძოდ, თუ მემორანდუმს ხელი არ მოეწერა, სადგურზე სტატუს-კვო შენარჩუნდება, ხელმოწერის შემთხვევაში კი, აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ, „ენგურჰესი“ და სახელმწიფო ბიუჯეტი 24 მლნ ლარის ოდენობის დამატებით წლიურ შემოსავალს მიიღებს, ასევე, იქნება გარანტია, რომ რუსეთი და აფხაზეთი ჰესის მართვაში არ ჩაერევიან.

ხეთაგური „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მართვაში აფხაზების ჩარევას ცალსახად გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ „მათ ამის სურვილი არც აქვთ“.