უცხოეთი
ამერიკული მხარე ვიქტორია ნულანდის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებს კონსტრუქციულს უწოდებს

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკული მხარე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებს კონსტრუქციულს უწოდებს.

„კონსტრუქციული შეხვედრები გაიმართა დღეს ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე კოლეგებთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში“, – დაწერა „ტვიტერზე“ რუსეთში აშშ-ის საელჩოს პრესმდივანმა ჯეისონ რებჰოლცმა.

ნულანდის ვიზიტი რუსეთში 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საგარეო უწყებაში შემდგარი შეხვედრების გარდა, აგრეთვე დაგეგმილია მოლაპარაკებები კრემლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან დმიტრი კოზაკთან.

1tv.ge