რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი - დავით ზალკალიანს: თურქეთის ელჩმა სააკაშვილის ტელეკომპანიას ნება დართო, გამოიყენოს ის საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის და თურქეთის პრეზიდენტის „კავკასიური პლატფორმის“ პროექტის წინააღმდეგ

     ბატონო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრო!

   გასულ კვირას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულმა ტელეკომპანიამ მთავარი არხი“ შეთითხნა სიუჟეტი „ყარსის ხელშეკრულების“ შესახებ, რომელშიც მე, საქინფორმის მთავარ რედაქტორს, არაერთ ცნობილ ქართველი საზოგადო მოღვაწესა და პოლიტიკოსს, ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ბრალი გვედება თურქოფობიაში, სიუჟეტში მოყვანილი, ზოგადი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩვენი წინანდელი განცხადებების საფუძველზე.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პროპაგანდისტული ტელეკომპანია "მთავარი არხი" ფაქტობრივად ეკუთვნის უკრაინის მოქალაქეს, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის რუსთავის მე-12 საპყრობილეში. "მთავარი არხი" დიდი ხანია ღიად მოუწოდებს "ქართული ოცნების" ხეილისუფლების დამხობისკენ, "რუსეთის აგენტებად" რაცხავს საქართველოს უმაღლეს ხელმძღვანელობას, ასევე მმართველი პარტიის დაფუძნებელს, მეცენატ ბიძინა ივანიშვილს. აი მიზეზი, რის გამოც ამ სკანდალურ მედიას თავს არიდებენ აშშ -ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საქართველოში აკრედიტებული ყველა სხვა დიპწარმომადგენლობა, გარდა თურქეთის ელჩისა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანისა. როგორც ზემოთ მოყვანილ სიუჟეტში ვხედავთ, ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი თურქეთის საელჩოში მასპინძლობს რადიკალური ოპოზიციური ტელეკომპანიის რეპორტიორს და აძლევს მას ინტერვიუს, რომლის ფრაგმენტებიც ისეა გამოყენებული, თითქოს ქალბატონი თურქეთის ელჩი ეთანხმება ანტისამთავრობო ტელეკომპანიის აზრს - მხარს უჭერს ექს-მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მისი ლიდერის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას. ძნელი დასაჯერებელი, როგამოცდილმა დიპლომატმა, რომელიც, პირველი დღე როდია, საქართველოში მოღვაწეობს, თავი მოატყუებინა და მისი პერსონა გამოყენებინპოლიტიკურ ბრძოლაში ოპოზიციის მხარეს. იქნებ, უპრიანი იქნება დაპატიჟოთ ფატმა ჯერენ იაზგანი სამინისტროში და დააზუსტოთ - წარმოადგენდა ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში თურქეთის ოფიციალურ პოზიციას, თუ არა?

     ბატონო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრო!

   არც საქართველოს პრეზიდენტს და არც სიუჟეტში ნაჩვენებ სხვა მოღვაწეებს ჩემი დაცვა არ სჭირდებათ, მით უმეტეს, რომ ჩვენი პოზიციები, მათ შორის ყარსის ხელშეკრულების მიმართ, რომელიც მოსკოვის შეთანხმების შესასრულებლად იყო ხელმოწერილი, ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ, მხოლოდ საკუთარ მაგალითზე გაჩვენებთ, თუ როგორ და რა მიზნით შეიქმნა ეს ფეიკი.

   სააკაშვილის ტელეკომპანიის მიზანი იყო, არც მეტი და არც ნაკლები, დისკრედიტაცია მოეხდინა და ჩაეშალა თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ თაიპ ერდოღანის მიერ შემოთავაზებული "კავკასიური პლატფორმა 3 + 3პროექტი, რომელშიც მედიატორის როლს აქტიურად ასრულებს საქართველოს პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (მთავარი დაბრკოლება საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი აღდგენის გზაზე).

ნახეთ: 10 ოქტომბერს, იმავე „მთავარი არხის“ რეპორტიორმა, რომელიც თურქეთის ელჩმა მიიღო, მოამზადა სიუჟეტი ტელეკომპანია „Россия 24“ -თვის მიცემული ჩემი ინტერვიუს მასალებზე დაყრდნობით, თუმცა სააკაშვილის დაკავების შემდეგ მე არაერთი სატელევიზიო ინტერვიუ მივეცი არა მხოლოდ რუსულს, არამედ უკრაინულ ტელეარხებსაც, სადაც, თითქმის ყველგან ხაზს ვუსვამ - "რიგი სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებული სააკაშვილის სკანდალური ფიგურა, რომელიც მთელ მსოფლიოში ასოცირდება სახელმწიფო გადატრიალებებსა და კონფლიქტებთან, არ ჯდება კავკასიური პლატფორმის“ სამშვიდობო პროექტი, სადაც საქართველო და საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმატებით ასრულებენ შუამავლის როლს". მაგრამ თავის სიუჟეტში "მთავარი არხი" ოსტატურად ურევს ერთმანეთში ტყუილ-მართალს - მაგალითად, ის აღნიშნავს, რომ „ხიდირბეგიშვილს პირველს გაახსენდა კავკასიური პლატფორმისა” და მასთან სააკაშვილის შეუთავსებლობის ფაქტორი(მართალია); „მთავარი არხი“ უწოდებს "კავკასიურ პლატფორმას" „პუტინის ინიციატივას” (სიცრუეა); აცხადებს, რომ სამი დღის შემდეგ ხიდირბეგიშვილის აზრი დაადასტურა თავის ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა“, თუმცა თქვენ, ბატონო დავით, უბრალოდ აღნიშნეთ - საქართველო განზე არ უნდა დარჩეს, ის უნდა ჩაერთოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროცესებში".

   სამი დღის შემდეგ, ციხიდან „მთავარ არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა კავკასიური პლატფორმის ინიციატორს - თურქეთის პრეზიდენტს რეჯეაიპ ერდოღანს - პრაქტიკულად იაფფასიანშანტაჟისტი უწოდა: კავკასიური პლატფორმა არის იაფფასიანი შანტაჟი დასავლეთის წინააღმდეგ, რათა დასავლეთი არ მოითხოვოს ჩემი გათავისუფლება!" - განაცხადა სააკაშვილმა, რაც, როგორც ჩანს, ქალბატონ თურქეთის ელჩს "გამორჩა". (როგორც მიმდინარე წლის აპრილში ქალბატონ თურქეთის ელჩგამორჩაანიმაციური ფილმი თურქულ ენაზე - საქართველოსა და თურქეთს შორის ომის სცენარი, რომელსაც საქართველო აგებს და აჭარა თურქეთრჩება. პროვოკაციული ფილმი თურქული ტელევიზიის საგანმანათლებლო პროგრამაში უჩვენეს, რის შემდეგაც იგი თურქულ საიტებსა და სოცქსელებში მოხვდა. თურქეთის ელჩისგან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, მე ამ ფილმსდა ყარსის ხელშეკრულებას მივუძღვენი ანალიტიკური პუბლიკაცია საქინფორმში და პოპულარულ ყოველკვირეულ გაზეთ ასავალ-დასავალში, მაგრამ პასუხი ფატმა ერენ იაზგანისგან არ მიგვიღია...)

   ახლა კი, სააკაშვილთან ინტერვიუდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, "მთავარი არხი" გვთავაზობს ახალ ფეიკ-კომბინაციას - ყარსის ხელშეკრულების შესახებ ზემომითითებულ სიუჟეტს ფატმა ჯერენ იაზგანის, სალომე ზურაბიშვილის, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების და არნო ხიდირბეგიშვილი - თქვენი მონა-მორჩილის მონაწილეობით, რომელიც, თითქოსდა, წინასწარმეტყველებს "თურქეთის მიერ საქართველოს სამხედრო ინტერვენციას". მაგრამ მტკიცებულებად მოყვანილია არა პროვოკაციული ანიმაციური ფილმით გამოწვეული აპრილის პუბლიკაცია, არამედ კონტექსტიდან ამოგლეჯილი, 26 მაისით დათარიღებული პუბლიკაციის ფრაგმენტი, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თანაც, ტელეეკრანზე საქინფორმის გვერდის ჩვენებისს, "მთავარი არხის" იაფფასიანმა გამყალბებლებმა ჩემი ფოტო შეცვალეს 4 წლის წინანდელი - "Sputnik-საქართველოს" ოფისში ჩემი გამოსვლის ფოტოთი, "რუსეთთან კავშირის" მითითების მიზნით! „რუსეთთან კავშირში“, როგორც ხედავთ, „მთავარი არხის სიუჟეტში ბრალი ედება მმართველი პარტიისა და ქართული სახელმწიფოს ყველა უმაღლეს ხელმძღვანელსაც, პრემიერ – მინისტრიდან და პარლამენტის თავმჯდომარედან დაწყებული, პარტიის თავმჯდომარეთი და მისი დამფუძნებლით დამთავრებული, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელმაც, როგორც მე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღვნიშნე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში შემოგვთავაზა "კავკასიური პლატფორმის" საკუთარი ვერსია - "კავკასიური სამშვიდობო პლატფორმა".

     ბატონო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრო!

   როგორც ხედავთ, რეგიონული პოლიტიკა დინამიურად ვიარდება, ამიტომ ჩემი, როგორც პოლიტოლოგის, პროგნოზებიც იცვლება მასთან ერთად. მე ვარ "კავკასიური პლატფორმის" მხარდამჭერი, რომლის სარგებელიც აღვწერე პუბლიკაციების სერიაში, რუსეთი და თურქეთი დღეს სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერაფრით ვიქნები თურქოფობი და ვერ შევაშინებ საქართველოს მოსახლეობას „თურქული სამხედრო ინტერვენციით რუსეთის სასარგებლოდ". ერთადერთი, რაც არ მესმის, არის ის, თუ რატომ აცხადებს თურქეთის ელჩი საქართველოში "მთავარი არხის" სიუჟეტში, რომ "შეთანხმებები არ არის რძე, რომელსაც აქვს ვარგისიანობის ვადა"? რამდენი დე იურე და დე ფაქტო უვადო ხელშეკრულება შეგვიძლია დავასახელოთ? და რატომ მიგვანიშნა ფატმა ჯერენ იაზგანმა, რომ თურქული ჯარი შემოვსაქართველოში, თუ აქ რუსული ჯარი შემოვა? განა ეს არაა მოძველებული მიდგომა, რომელიც ეწინააღმდეგება თურქეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას, ბატონო მინისტრო?

პატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 19 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი