რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის რუსული გენშტაბის საბჭოთა რუქის მიხედვით უნდა აღდგეს!

     ბოლო ათწლეულებში ბევრმა გაიხსენა ჩინური ანდაზაღმერთმა ნუ ქნას, ცვლილებების ეპოქაში ცხოვრება მოგვიწიოს“; სიტყვა კრიზისი შედგება ორი იეროგლიფისგან – „საფრთხედაშესაძლებლობა, - რუსეთის პრეზიდენტმა შემთხვევით როდი დაიწყო ჩინური სიბრძნებით და მივხვდი, რომ საქართველოსთვის ბევრ სასარგებლო რამეს ვიპოვი ვლადიმერ პუტინის გამოსვლაში „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის 2021 წლის 21 ოქტომბრის XVIII პლენარულ სესიაზე - "გლობალური რყევა - XXI: ადამიანი, ღირებულებები, სახელმწიფო“.

ასეც მოხდა - რუსეთის პრეზიდენტის თეზისები - რევოლუციების და უცხო ღირებულებების თავს მოხვევის დაუშვებლობაზე, "ჯანმრთელი კონსერვატიზმისა" და "კაპიტალიზმი, როგორც თავამოწურული საზოგადოებრივი მოწყობის“ შესახებ, რა თქმა უნდა, მარტო რუსეთის გასაგონად როდი წარმოითქვა. მაგრამ პუტინი საქართველოს თემას ყველაზე ახლოს შეეხო მისი გამოსვლის შემდეგ, როცა უპასუხა ირანელი პოლიტოლოგისა და დიპლომატის, რუსეთის ფედერაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მეჰდი სანაის შეკითხვას სამხრეთ კავკასიის შესახებ.

   კითხვა: „იყო ცეცხლის შეწყვეტა და შეთანხმება, მაგრამ საკითხი ჯერ ბოლომდე არ გადაწყვეტილა და თქვენ იცით, რომ არსებობს ეჭვები ზოგიერთ ქვეყანაში, მოძმე რესპუბლიკებში, რეგიონში არსებულ ქვეყნებში. შექმნილია ფორმატი, რომელმაც რუსეთის მხარდაჭერა მიიღო - "სამი პლუს სამი". მაგრამ ის ჯერ არ მუშაობს. ირანს, აზერბაიჯანსა და რუსეთს ჰქონდათ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ფორმატი. ირანს, რუსეთს და თურქეთს ჰქონდათ სამმხრივი ფორმატი, ტერორიზმთან ბრძოლა. სხვათა შორის, სამწუხაროდ, ტერორიზმის მოვლენები სამხრეთ კავკასიაშიც გაჩნდა. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის როლი. და სხვა ფორმატები სომხეთის და სხვა ქვეყნების მონაწილეობით, შესაძლებელია. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე ფორმატის შესაქმნელად უფრო დაჩქარებული ინიციატივებია საჭირო? როგორ ფიქრობთ, რა ფორმატი იქნება ყველაზე ეფექტიანი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და რეგიონის ქვეყნების ინტერესების გასათვალისწინებლად?“

   სანამ პუტინის პასუხზე გადავიდოდე, მკითხველის ყურადღებას მივუბრუნებ ირანელი დიპლომატის ზემოხსენებულ კითხვას და აი რატომ. როგორც ბოლო დღეების მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა (სააკაშვილი საქართველოში სატვირთო კონტეინერით შემოიპარა, სუს-მა გამოავლინა შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების და სააკაშვილის გატაცების მიზნით და ..). საქართველოში კვლავაც არიან დესტრუქციული ძალები, რომლებიც ფსონს ჩამოდიან რევოლუციებს და უცხო ღირებულებების დამკვიდრებაზე, რის დაუშვებლობაზე გამოვიდა პუტინი. მიუხედავად ამისა, კალკულაცია გულდასაწყვეტია: 600 ათასამდე ამომრჩეველი ხმას აძლევს სწორედ ამ დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც მუდმივად იწვევს საქართველოში კრიზისებს - ეკონომიკურ, შიდა პოლიტიკურსა და საგარეო პოლიტიკურს. ეს არის სააკაშვილის რეჟიმის 9-წლიანი მმართველობისა და ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი ძალების მძლავრი პროპაგანდის შედეგი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დღეს აცხადებს, რომ ფორმატი კავკასიური პლატფორმა 3 + 3, თურმე არის რუსული პროექტი, რომელსაც მხარს უჭერენ პრორუსული ძალები საქართველოში. ერგო - პროექტი „კავკასიური პლატფორმა 3+3“ ექვემდებარება ოსტრაკიზმს, როგორც მტრისა და ოკუპანტის ინტრიგები, რომლის ერთადერთი მიზანიც, სააკაშვილის თქმით, დასავლეთის შანტაჟია.

სახეზეა - ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის, მასთან აფილირებული "სამოქალაქო სექტორის" და სააკაშვილის მედიაკორპორაციის (ტელეკომპანიები "მთავარი არხი", "პირველი", "ფორმულა") უხეში პროვოკაცია - პროექტი წარმოდგინა არა რუსეთის პრეზიდენტმა, არამედ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯე ერდოღანმა, და მისი ვექტორი არის არა საგარე, არამედ საშინა - ანუ პროექტი "3 + 3" მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ეკონომიკურ განვითარებას და მშვიდობიან თანაარსებობას, დიდი ენერგორესურსები და სამხედრო ძალის მქონე სამი მომიჯნავე მსოფლიო მოთამაშის - რუსეთის, ირანის და თურქეთის მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

   ასე რომ, მეჰდი სანაის კითხვის ფორმულირება - "ფორმატი, რომელმაც მხარდაჭერა რუსეთისგანაც მიიღო " (იხ. ზემოთ) - კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "კავკასიური პლატფორმა 3 + 3" არ არის რუსეთის ინიციატივა და პუტინის იდეა, რომელმაც თავის პასუხში ის არც კი ახსენა! უფრო მეტიც, ირანელი დიპლომატი და პოლიტოლოგი, როგორც ხედავთ, პუტინს უსვამს მისახვედრ კითხვას - აქაოდა, საჭირო თუ არა ახალი ფორმატის შექმნა, იქნებ საჭიროა დაჩქარებული ინიციატივები, რადგან "3 + 3" ჯერ არ მუშაობს? რა ფორმატი იქნება ყველაზე ეფექტიანი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების და რეგიონის ქვეყნების ინტერესების გასათვალისწინებლად? - აზუსტებს თავის შეკითხვას მეჰდი სანაი, რადგან ვერ ამჩნევს რუსეთის „განსაკუთრებულ ენთუზიაზმს“ „კავკასიურ პლატფორმასთან“ მიმართებაში. ან, შესაძლოა, ირანელ დიპლომატს სურს იცოდეს რუსეთის პრეზიდენტის აზრი - როგორ იქნება გათვალისწინებული საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ინტერესები, რომელსაც ჩვეულებრივ გვერდს დუმილით უვლიან?

   ახლა კი - მთავარი: ვნახოთ, რა უპასუხა ირანელ პოლიტოლოგსა და დიპლომატს ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც, პირველ რიგში, პატივი მიაგო რა "როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ სიბრძნეს". პუტინმა აღნიშნა, რომ "აუცილებელია შეიქმნას პირობები გრძელვადიანი დარეგულირებისთვის მთელ რეგიონში, რაც შეიძლება შეიქმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე მიიღებს მიღწეულ შეთანხმებებს, როგორც გრძელვადიან და ორივე მხარე დააფასებს მშვიდობიანი თანაცხოვრების სარგებელს, როგორც ეკონომიკური განვითარების საწინდარს, რითაც დაინტერესებულია აზერბაიჯანიცა და სომხეთიც.

   აქ ერთი წუთით შევჩერდეთ და მოვახდინოთ პროექცირება საქართველოზე, რადგან შეუძლებელია მთლიანად რეგიონში გრძელვადიანი დარეგულირებისთვის პირობების შექმნასამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ერთის - საქართველოს მონაწილეობის გარეშე. თუკი რუსეთის პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები, მაშინ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გარდა, მხედველობაში ჰქონდა თურქეთის და ბუნებრივია, რუსეთის სტრატეგიული ინტერესები. სწორედ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლური დიპლომატია - ამასწინანდელი ვიზიტები თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რისი წყალობითაც აზერბაიჯანმა 15 სამხედრო ტყვე დაუბრუნა სომხეთს, სომხეთმა კი აზერბაიჯანს დანაღმული მინდვრების რუკები მიაწოდა.

   მაგრამ მთლიანად რეგიონში გრძელვადიანი დარეგულირების პირობების შექმნა, ამბობს პუტინი, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე მიიღებს მიღწეულ შეთანხმებებს, როგორც გრძელვადიანს და ორივე მხარე დააფასებს მშვიდობიანი თანაცხოვრების სარგებელს. კი, ბატონო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს გულისხმობს, მაგრამ პუტინის თეზისები, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მრავალმიზნობრივია, მით უმეტეს, რომ ოცა საუბარია რეგიონზე, საჭიროა და აუცილებელი მათი პროეცირებ საქართველოზე (დაე, ვინმემ საპირისპირო არგუმენტი მოიყვანოს - რომ პუტინის თეზისებს საქართველოსთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნია…). მაშასადამე, "თუ ორივე მხარე" - თბილისი და სოხუმი, თბილისი და ცხინვალი - "გრძელვადიან შეთანხმებებს მიაღწევს და ორივე მხარე შეაფასებს მშვიდობიანი თანაცხოვრების უპირატესობებს, მაშინ დარეგულირება სავსებით შესაძლებელია".

შემდგომ: სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენით მხარეებისთვის სარგებელზე მითითებით, პუტინმა აღნიშნა რუსი სამშვიდობოების როლი ყარაბაღში: ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რომ შეგვეჩერებინა სისხლისღვრა, მაგრამ არა მხოლოდ. ჩვენი სამშვიდობოები თავის მოვალეობას ღირსეულად ასრულებენ, 50 ათასზე მეტი ლტოლვილი უკვე დაბრუნდა საკუთარ კერას. აქ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ "სატრანსპორტო კომუნიკაციებისაღდგენა“, სარკინიგზო და საავტომობილო გზების რუსეთიდან - საქართველოში, ოღონდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით საქართველოს მოუტანს არანაკლებ სარგებელს, ვიდრე აზერბაიჯანი - ნახიჩევანი და სომხეთი - თურქეთი"სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა", რაც პუტინს ჰქონდა მხედველობაში. მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგია ქართული ოპოზიცია, სააკაშვილის პარტიის მეთაურობით, და მასთან გაიგივებული ზემოჩამოთვლილი დესტრუქციული ძალები! და ეს - მაშინ, როცა საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტი თურქეთიდან - აზერბაიჯანში, იქიდან კი რუსეთში, შუა აზიის ქვეყნებსა და ჩინეთში, ყარსი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის ორი ხაზით უკვე დიდი ხანია წარმატებით ხორციელდება!

   ახლა - როგორ შეიძლება ჩვენ, ქართველები, გავიგოთ და გამოვიყენოთ პუტინის ნათქვემი ყარაბაღში მყოფ რუს სამშვიდობოებზე, რომელთა წყალობითაც "50 ათასზე მეტი ლტოლვილი უკვე დაბრუნდა მშობლიურ კერებს". ესე იგი, თუ შეთანხმება მიღწეული იქნება აფხაზებთან და ოსებთან, რომლებ უთუოდ „შეაფასებენ“ ქართველებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების უპირატესობას“ სააკაშვილის გარეშე, რუს სამშვიდობოებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ 300 ათასი ქართველი ლტოლვილის სახლებში დაბრუნების პროცესში. და უზრუნველყონ მათი ადაპტაცი პირველ ხანებში, რაც, დარწმუნებული ვარ, დიდ დროს არ წაიღებს, თუ ქართული მხრიდან ჩაერთვებიან პატიოსანი ადამიანები, პროფესიონალები და პატრიოტები, რომლებსაც იცნობენ და პატივს სცემენ აფხაზები და ოსები მათი დაუღალავი შრომის გამო ჩვენს მოძმე ხალხებს შორის მეგობრობის ხიდების აღდგენის საქმეში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ესენი ადგილობრივი მკვიდრნი არიან.

   დავუბრუნდეთ პუტინის პასუხს ირანელი პოლიტოლოგის კითხვაზე და მოვიყვანოთ ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი: ახლა ყველაზე მთავარია საზღვარზე სიტუაციის საბოლოოდ დალაგება და აქ, რა თქმა უნდა, რუსეთის მონაწილეობის გარეშე არაფერი გამოვა. მაგრამ აქ ჩვენც კი, ალბათ, არავინ გვჭირდება, გარდა ორი მხარისა და რუსეთისა. რატომ? არის ძალიან მარტივი, პრაგმატული რაღაცეებიიმიტომ, რომ რუსეთის არმიის გენშტაბში არის რუკები, რომლებზეც ჩანს, როგორ გადიოდა საზღვარი მოკავშირო რესპუბლიკებს შორის საბჭოთა პერიოდში. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, საჭიროა ორივე მხარე მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. იქ არის რაღაცეები, რაც ასევე მოითხოვს ორმხრივ კომპრომისებს: სადღაც რაღაცის გასწორება, სადღაც რაღაცის გაცვლა - ოღონდ ისე, რომ ეს იყოს აღიარებული, გასაგები იყოს, რომ ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. შეიძლება თუ არა ამის გაკეთება? შეიძლება".

თუ რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს (და უკვე კეთდება) სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაშასადამე, შესაძლებელია სიტუაციის დარეგულირება საქართველოში, მით უმეტეს, რომ აქ იყო ადგილობრივი ლოკალური და არა სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები. აღსანიშნავია, რომ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ასევე ხელს უწყობს ახლად აღმოჩენილი გარემოებები:

1 - მშვიდობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მთელ სადემარკაციო ხაზზე არა მხოლოდ რუსი მესაზღვრეების, არამედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაცაა, რაც კატეგორიულად გამორიცხავს სამომავლოდ სამხედრო სცენარის ვარიანტს. მიუხედავად ევროატლანტიკური მისწრაფებებისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს 9-წლიანი მშვიდობა აჩუქა, რაც ვერც გამსახურდიამ (რომელმაც, პრაქტიკულად, ვერ ოასწრო პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდომა და თავად გახდა შიდა შუღლის მსხვერპლი), ვერც შევარდნაძემ და მით უმეტეს, სააკაშვილმა ვერ მოახერხეს;

2 - საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სააკაშვილი ციხეში გაგზავნა, შეასრულა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება და გაუძლო გარე და შიდა ძალების გააფთრებულ შემოტევას, რაც ღაირბაშვილის წინამორბედებმა ვერ გაბედეს.

   და რაც შეეხება იმას, რომ ამ პროცესში სხვა არავინ არის საჭირო, გარდა ორი მხარისა და რუსეთისა, ამაზე ისედაც არავინ დაობს, პირიქით, ეს ქართულის მხარის განცხადების კონტექსტში: თავად მოსკოვი ყოველთვის მოუწოდებს თბილისს - აქაოდა, მოლაპარაკეთ აფხაზებსა და ოსებთან, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, ხოლო თბილისი ყოველთვის პასუხობდა მოსკოვს, არ შემოფარგლულიყო გარე დამკვირვებლის ხელოვნური როლით და შეხვედრებით პრაღის და ჟენევის ფორმატებში.

   რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის საბჭოთა ეპოქის რუქას, მასზე, გარდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრისა, დატანილია რუსეთ-საქართველოს საზღვარიც, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, განსხვავდება დღეს არსებული დე-ფაქტოსაგან. და თუკი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღდგენის შემთხვევაში საჭიროა გენშტაბის რუკებით ხელმძღვანელობა, მაშასადამე ისინი გამოსადეგიარუსეთ-საქართველოს საზღვრის აღდგენის შემთხვევაში, განა ასე არა? სხვაგვარად მივიღებთ ორმაგ სტანდარტებს, რომლის დაუშვებლობის შესახებაც ცოტა ხნის წინ განაცხადა თბილისელმა, უსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენასამბლეის 76- სესიის საერთო პოლიტიკურ დისკუსიაზე. რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ ნამდვილად გადაწყვტს მთლიანად რეგიონში გრძელვადიანი დარეგულირებისთვის პირობების შექმნა“, როგორც ეს პუტინმა განაცხადა, და არ გენშტაბის რუკებ მხოლოდ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის აღსადგენად გამოიყენებს, რომელსაც ხელოვნურად მიანიჭებს სახელმწიფო საზღვრისსტატუსს.

   მაგრამ მოდი, ამ საქმეს შევხედოთ აფხაზური და ოსური მხრიდან და ასევე - მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით. სურათი ასეთია: მხოლოდ მას შემდეგ, რაც ომის პარტია საბოლოოდ "გაქრება რადარებიდან", ანუ მას შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიზიარებს ბურჯანაძის პარტიის ბედს, აფხაზები და ოსები გადაწყვეტენ თბილისთან ნდობით აღსავსე დიალოგის დაწყებას, პუტინის სიტყვებით - ორივე მხარე მშვიდობიანად მიუჯდება მოლაპარაკებების მაგიდას“. დიალოგის შედეგად შესაძლოა რევიზიას დაექვემდებაროს სხვა გარემოებებიც, რომელიც ხელს უშლის საქართველოს გაერთიანებას და რუსეთ-საქართველოს საზღვრის უწინდელ ადგილზე დაბრუნებას. ვფიქრობ, ეს იქნება ზუსტად ის „რაღაც, რაც მოითხოვს ორმხრივ კომპრომისებს, რაც შეიძლება გაცვალოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, ოღონდ ისე, რომ ის საყოველთაოდ ქნეს აღიარებული და სასარგებლო იყოს ორივე მხარისთვის.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 1 ნოემბერი
საქართველო, თბილისი