რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: დღეს კვლავაც მესმის, როგორ გაიჯახუნა კარი რეზო ამაშუკელმა 20 წლის წინ!

   ეს 2001 წლის დეკემბერში მოხდა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია უკვე გადადგა, ხოლო ავთანდილ ჯორბენაძე ის-ის იყო სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. პრეზიდენტის კანცელარიის მე-11 სართულზე მიმდინარეობდა მთავრობისა და მმართველი პარტის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ (სმკ) ხელმძღვანელობის ერთობლივი გაფართოებული სხდომა, რომელსაც ვესწრებოდი, როგორც პარტიის გენმდივანი ედუარდ სურმანიძის აპარატის უფროსი. დარბაზში, მარჯვენა მხარეს, ისხდნენ სმკ-ს ხელმძღვანელები, მარცხნივ - მინისტრები და გუბერნატორები, ხოლო პრეზიდიუმში, მარცხნიდან - მარჯვნივ: ჯორბენაძე, პრეზიდენტი შევარდნაძე, გამოჩენილი ქართველი პოეტი და შევარდნაძის მეგობარი რეზო ამაშუკელი - როგორც სმკ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარის მოადგილე, ჟვანია - აწ უკვე მარტო სმკ-ს თავმჯდომარის რანგში და სმკ-ს გენმდივანი სურმანიძე.

ნახევარი წლის შემდეგ, 2002 წლის ივნისში, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გამართულიყო, ამიტომ დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო - ახალგაზრდა „რეფორმატორთა“ ჯგუფის დესტრუქციულ ძირგამომთხრელ საქმიანობასთან დაკავშირებული ვითარება რესპუბლიკაში, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა იუსტიციის მინისტრის პოსტიდან და სრულებით უკონტროლო გახდა (შეგახსენებთ, რომ ივნისის არჩევნებში ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება). საუბარი შეეხო მოქმედ ხელისუფლებაზე, მმართველ პარტიასა და მის დამფუძნებელზე - პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე უპრეცედენტო თავდასხმებს, რომელსაც დასცინოდნენ მულტსერიალში „დარდუბალა“, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (რომელიც ჯორჯ სოროსის მფარველობით სარგებლობდა) ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ა.შ.

   სმკ-ის ხელმძღვანელები, ჟვანიას მეთაურობით, ისევე, როგორც პარტიის მთავარი ოფისის თანამშრომელთა უმეტესობა, დაძაბულად დუმდნენ, რადგან შინაგანად უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი სააკაშვილის „რეფორმატორების“ სასარგებლოდ - თანატოლების, არც ისე დიდი ხნის წინ სმკ-ის რიგები რომ დატოვეს. მაშინ ვერ ვიგებდი - ეს ასეთი უცნაური თამაშია, თუ ნამდვილი ღალატი (მაშიმ მიღებულმა გამოცდილებამ „გამაშიფრინა“ გახარია მისი პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, იმ დროს 26 წლის გრძელთმიანი სტუდენტი რომ იყო). მოკლედ, განხეთქილება სმკ-ში უკვე მოხდა და ბოლომდე არავინ იცოდა - რატომ შეგვკრიბა შევარდნაძემ. „კონსერვატორებს“ კი განეკუთვნებოდნენ მინისტრები და პრეზიდენტის რწმუნებულები, რომლებიც ანეკდოტივით ყვებოდნენ თუ რას სჩადიოდნენ „რეფორმატორები“ რეგიონებში, თუმცა განსაკუთრებული შეშფოთება დარბაზში მე არ მიგრძნია. პარტია ინერციით ჯერ კიდევ ძლიერი იყო, როგორც მითი „ყოვლისშემძლე შევარდნაძეზე - გერმანიის გამაერთიანებელზე, ბუშის, ბეიკერის, კოლის, შრედერის, გენშერის, შირაკისა და ჰეიდარ ალიევის მეგობარზე - ნუთუ ვიღაც შლეგ სააკაშვილს ვერ გაუმკლავდება?!“. ადმინისტრაციული რესურსი ჯერ კიდევ მუშაობდა, თუმცა არჩევნების წინ რაიონული ადმინისტრაციების მეთაურებმა ურჩობა დაიწყეს. მთლიანობაში განწყობა დარბაზში წინასაახალწლოდ ხალისიანი იყო (მალე ეს არხეინობა თითოეულ მათგანს ძვირად დაუჯდება).

   ამ ორგულობის ატმოსფეროს რეზო ამაშუკელმა ვეღარ გაუძლო: „სულ ვამბობდი და კვლავაც გავიმეორებ, რომ არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკოსი. მიმაჩნია, რომ ეს რაღაც სხვაა, ადამიანს საამისოდ სხვა მონაცემები უნდა ჰქონდეს. მაგრამ როცა ზოგიერთებს სხვადასხვა გადახრა შევნიშნე - მხედველობაში მაქვს არა მრტო სხვა ორიენტაციები, ახლა მე ეროვნულ თემებზე ვლაპარაკობ - მყისვე გამოვთქვი ჩემი პროტესტი! ამიტომ ძალიან ხშირად შეტაკება მომსვლია მათთან, ვინც ასე იქცეოდა. პირდაპირ ვაცხადებ: მე რომ არა, ისინი ხელისუფლებას ვერც კი მიუახლოვდებოდნენ!“ - თქვა ამაშუკელმა, რომელიც პირდაპირ დარბაზს უყურებდა, თუმცა გვერდით შევარდნაძე იჯდა და დუმდა - როგორც ჩანს, თანხმობის ნიშნად. „მთელი უბედურება ისაა, რომ სინდისის ქენჯნით ვცხოვრობ და თავი დამნაშავედ მიმაჩნია, რადგან თავის დროზე უნდა მებრძოლა, ისინი რომ ხელისუფლებასთან არ მიმეშვა! თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ამისათვის არასაკმარისი ძალაუფლება მქონდა ჩემი ნომინალური შესაძლებლობების გამო“, - განაგრძო პოეტმა, რომელმაც საკუთარი ნებით დატოვა კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი და რომლის პარტიული თანამდებობები - სმკ-ს თავმჯდომარის მოადგილეობა და მთავარი საბჭოს წევრობა - უკვე კარგა ხანია სიმბოლური იყო. თუმცაღა, იმხანად პარტიაში უკვე ყურადღებას აღარ აქცევდნენ თვით შევარდნაძესაც კი, ზურგს უკან დასცინოდნენ, მამათელ მარაზმატიკს ეძახდნენ, თავად შევარდნაძეც ყოველ ხელსაყრელ მომენტში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მხოლოდ სმკ-ს დამფუძნებელია და პარტიის ხელმძღვანელობაში არ მონაწილეობს, რაც, როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვაჩვენა, დიდი შეცდომა იყო (ხომ არაფერი გახსენდებათ, პატივცემულო მკითხველო?)

(მოკლე ხანში სმკ-ს აქტივი სააკაშვილის პარტია ‘ნაცმოძრაობაში“ გადაინაცვლებს, ჟვანია და ბურჯანაძე უმწეო პარტიებს შექმნიან და შემდგომ იძულებით გააერთიანებენ მათ „ბურჯანაძე-დემოკრატების“ ბლოკში, რომელიც, თავის მხრივ, შეერწყმევა მძლავრ „ნაცმოძრაობას“, ხოლო სმკ-ს ცენტრალურ ოფისში, ვაშლიჯვრში, სრულ მარტოობაში იჯდება თქვენი მონა-მორჩილი, რომელიც მიღებაზე მოსულ უპოვრებს შეძლებისდაგვარად დაეხმარება... მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით მოხდება, ივნისის არჩევნების შემდგომ.)

   დავუბრუნდეთ სხდომათა დარბაზს: ამაშუკელი მიუბრუნდა შევარდნაძეს და მკაცრად მოსთხოვა ახალგაზრდა „რეფორმატორთა“ გუნდის დაშოშმინება: „რა ხდება, ბატონო ედუარდ?! დაუფარავად შეურაცხყოფენ პრეზიდენტს, ქართულ ტრადიციებს, ოჯახის, ქორწინების ინსტიტუტს, ეკლესიას, ქადაგებენ გარყვნილებას - ეს რას ჰგავს?! მათ სურთ საბოლოოდ დაანგრიონ ქვეყანა, რომელიც ჩვენ არც ისე დიდი ხნის წინ დაღუპვისგან გადავარჩინეთ?! რატომ დუმს ხელისუფლება და არ პასუხობს მათ კანონის ფარგლებში?! რას ველოდებით?!“ - თქვა ამაშუკელმა, შემდეგ კი მიმართა იქვე მჯდომ დეპუტატს, სმკ-ს სამდივნოს წევრ ელენე თევდორაძეს, რომელიც პარლამენტში „ნიჭიერ მიშიკოს“ საკუთარი შვილივით მეურვეობდა, სააკაშვილი კი პასუხად, დედიკოს ეძახდა: „და რა ჩაიფიქრა შენმა საყვარელმა შვილმა, შეგიძლია გვითხრა?! - სარკაზმით უთხრა ამაშუკელმა და რამდენიმე მკვეთრი ალეგორიაც დაამატა „ზოგიერთების“ ორგულობაზე.

აქ ჟვანიაც ჩაერია: „ბატონო რეზო, ძალიან გთხოვთ, მეტი კორექტულობა გამოიჩინოთ, როცა მანდილოსანს მიმართავთ!“. საქმე ისაა, რომ ჟვანია უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, „ლიდერი მიშა“ და „რუსთავი 2“ ხომ დიდწილად მისი ქმნილებები იყო...

საპასუხპდ ამაშუკელი წამოდგა და ჟვანიას, რომელსაც დიდ პატივს სცემდა, უთხრა: „ამ ყველაფერს მე შენთვის ვამბობ!“, და მერე ისევ დარბაზსს მიმართა: „მე პოეტი ვარ და თქვენგან არაფერი მინდა, არც პოლიტიკური კარიერა და არც თანამდებობა, მაგრამ ნუთუ ვერ ხედავთ, თუ რა მზადდება აქ?! ნუთუ ვერ ხედავთ - ვინ არიან ისინი?! ნუთუ არ გესმით, რომ პირველ რიგში, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებით თქვენ და არა მე?!“.

თქვა, ხელი ჩაიქნია, პრეზიდიუმი დატოვა და გასასვლელისკენ გაემართა. დარბაზში მსხდომნი შებრუნდნენ და თვალი გააყოლეს, თუმცა რეზოს სიტყვები უმეტესობისთვის გაუგებარი ანაქრონიზმი იყო. როცა ამაშუკელი გამისწორდა, სურვილი გამიჩნდა, წამოვმდგარიყავი და შემეჩერებინა, რის უფლებასაც მასთან ძველი მეგობრობა მაძლევდა (ამაშუკელი ოჯახის წევრად მთვლიდა), მაგრამ მე, როგორც სხვა არავინ დარბაზში, კარგად ვიცნობდი რეზოს ხასიათს და ამიტომ გადავიფიქრე, რაკიღა ვხედავდი მის რისხვას!

   შევარდნაძეს ეს ძალიან არ ესიამოვნა: „რეზო! რეზო!“ - ორჯერ დაუძახა შეწუხებულმა შევარდნაძემ, მაგრამ ამაშუკელი არც კი მოტრიალებულა, დარბაზიდან გავიდა და კარი მიიჯახუნა! საღამოს ამაშუკელმა დამირეკა და მთხოვა შინ ვსტუმრებოდი. ვაშლიჯვრარში თავისი კაბინეტის გასაღები გადმომცა: „გადაეცი მათ, რომ მთავარ საბჭოს ვტოვებ“, - მითხრა რეზომ.

(გავა ორი წელი და ამაშუკელის სიტყვები გამართლდება - სააკაშვილმა მოაწყობს სახელმწიფო გადატრიალებას სახელწოდებით „ვარდების რევოლუცია“, შეიჭრება პარლამენტში და აიღებს ძალაუფლებას. მაგრამ ეს რევოლუცია სულაც არ იქნება „ხავერდოვანი“ - იქნება სისხლიც, მსხვერპლიც, შემდეგ კი დაიწყება ექსპროპრიაციები, წამება, მკვლელობები და მსხვერპლთა რიცხვი ათასობით, ათი ათასობით გაიზარდა! ერთი წლის შემდეგ კი სააკაშვილი ჟვანიას მოკლავს, თუმცა ეს შერჩება...)

   რატომ ვიხსენებ დღეს ამას? იმიტომ, რომ კარის გრუხუნი, რომელიც ამაშუკელმა გაიჯახუნა შევარდნაძის ცხვირწინ, დღესაც ყურებში მიდგას, როგორც საზარელი გაფრთხილება!!! მიუხედავად ამაშუკელთან ურთიერთგაგებისა, მაშინ მეც მომეჩვენა, რომ მისი შიშები გადაჭარბებულია და რომ ეს დემარში შევარდნაძესთან სხდომაზე ზედმეტი იყო. ვერ გამეგო - ასეთ რა საფრთხეს წარმოადგენდა სახელმწიფოსთვის ჟვანიას შეგირდი - სასაცილო სააკაშვილი, ცხვირს ხელით წამდაუწუმ რომ იხოცავდა! ჯერ კიდევ გუშინ - „მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე! სააკაშვილი, რომელმაც თავის პირველ ვაჟს შევარდნაძის საპატივცემულოდ ედუარდი დაარქვა! რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ჟვანიას ძალისხმევით შექმნილი და მის მიერვე მართული! მე ვერ ვხედავდი საფრთხეს მერაბიშვილისგან, ადეიშვილისა და პარტიის სამდივნოს ყველა დანარჩენი წევრისგან, ვისაც სალამს ვერ დაასწრებდი - ისეთი თავაზიანები იყვნენ! მით უმეტეს, რომ ჩვენ მუდამ გვაიმედებდნენ - აქაოდა, მშვიდად იყავით, შევარდნაძეს ნუ ეხუმრებით! აი ახლა ის სამაჩაბლოსაც დაიბრუნებს და ისეთ სვლას გააკეთებს, არავის რომ არ დაესიზმრება! ყველად და ყველაფერს თავისი სახელი დაირქმევა! მაგრამ ამ ზღაპრებს ახდენა არ ეწერა, პირიქით - სამაჩაბლოს კვალდაკვალ დაიკარგა აფხაზეთი, სააკაშვილი გმირად გამოაცხადეს, შევარდნაძე კი შინ ცალი ფეხსაცმლით დაბრუნდა...

   დიახ, დღეს საქართველო ისეთი არაა, როგორიც შევარდნაძის დროს, ხოლო სააკაშვილი ციხეშია და დასავლეთის მხარდაჭერა არა აქვს. ამასთან, სააკაშვილმა საბოლოოდ შეირცხვინა თავი - მისი შიმშილობა ბლეფი აღმოჩნდა, ის ცრუობდა და ჭამდა ამავდროულად. მის მხარეზე ქართველი საზოგადოების ერთი პატივცემული წევრი, ცნობილი მეცნიერი, კულტურის მოღვაწე ან სპორტსმენი, არ არის - მარტო ავანტიურისტები და აგენტები, ბანდიტები და ქურდები, რომლებმაც სახელმწიფოს მილიონები მოპარეს, ჰომოსექსუალები, ნათრევი კახპები და გონებრივად ჩამორჩენილები. თითქოსდა, რა არის აქ სანერვიულო?!

   შეშფოთებას იწვევს რამდენიმე მიზეზი. პირველი - სააკაშვილისზე დღეს მუშაობს არა ერთი, როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს, არამედ სამი ტელევიზია - „მთავარი არხი“, „პირველი“, „ფორმულა“, და კიდევ რამდენიმე საკაბელო ტელეარხი და „ნაციონალების“ დაბრუნებისთვის მომუშავე მედია. ამიტომ პროპაგანდის ნაწილში სააკაშვილი და მისი გუნდი ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს.

მეორე მიზეზი ელექტორატია: აგიტაციის, მოსყიდვის და დაპირებების შედეგად მათ სტაბილურად ჰყავთ ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი, დაზომბებული მოსახლეობა, რომელიც მას მოჯადოებული ფარასავით მიჰყვება, მიუხედავად იმ შოკისა, რომლითაც გვიყურებენ მეზობლები და სხვა ერები! აზერბაიჯანელები, სომხები, აფხაზები, ოსები და ყველა დანარჩენი ვერ იგებენ - კვლავაც როგორ უჭერენ მხარს ამაყი ქართველები მათ, ვინც ტერიტორიების 20% დაკარგა და მოსახლეობის 20% აწამა, გაიყვანა რა საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე მსჯავრდებულთა რაოდენობით?!

   სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა ღიად გამოაცხადეს რევოლუციის შესახებ, რომელიც დანიშნულია დღეს - ორშაბათს, 8 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, ლენინის მოედანზე, ამიტომ სექტანტებტან შეტაკება, დღეს თუ მომდევნო დღეებში, სავსებით შესაძლებელია. ხომ არ გადაბარგდებიან ყველანი წალენჯიხაში ბანკირ ხაზარაძესთან, ყოფილ კომკავშირის მდივანთან ერთად, რომელსაც ეროვნული გმირის დაფნის გვირგვინი სურს და თავს ლამის მერაბ კოსტავას ადარებს?! მათ ლიდერებს - მელიას, გვარამიას, უგულავას, ბარამიძეს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს - დასაკარგი არაფერი აქვთ, ან გამარჯვება, ან ციხე ურიცხვი დანაშაულისთვის! საქართველოს კორონავირუსის კატასტროფული აფეთქება - დღეში 6 ათასზე მეტი ინფიცირებული და 60-ზე მეტი გარდაცვლილი - სააკაშვილის სექტანტების ყოველდღიური მიტინგების შედეგია! ბრბოს ეგზალტაციის გრადუსი მასობრივ ფსიქოზამდე მიიყვანეს, კვლავ გამოჰყავთ სცენებზე „ნაცმოძრაობის“ დროშა შემოხვეული ბავშვები, ყვირიან - „ან საქართველო და სააკაშვილი, ანდა რუსეთი და ივანიშვილი!“, „პუტინ - ხ..ლო!“, „მიშა - პუტინის ტყვე!“, ისევ შლიან კარვებს, სადაც ღამით „გასათბობად“ სექსითა და ნარკომანიით არიან დაკავებულნი!

მათ მხარეზე, გახარიას ტრადიციის გამგრძელებელ მოღალატეთა - სახელმწიფო ჩინოვნიკების, ტელეწამყვანებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების გარდა, პროფესიონალი სამხედროები და რუსეთიდან გაქცეული ქართველი ეროვნების კრიმინალები არიან. გვარების ჩამოთვლას აზრი არ აქვს, მათ სპეცსამსახურები კარგად იცნობენ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ესენი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროინდელი თავდაცვის სამინისტროს და სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები, სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრები, უბრალოდ დამნაშავეები და ასევე ქართული არმიის ყოფილი ოფიცრები არიან, რომლებმაც გამოიარეს ერაყი, ავღანეთი, ან/და იბრძოდნენ უკრაინაში.

არანაკლებ საშიში კატეგორიაა ქაცარავა და მისი ბიჭები, რომლებსაც თავი ბოევიკებად მოაქვთ. მართალია ისინი იარაღს პროფესიონალი სამხედროებივით ვერ ფლობენ, მაგრამ ქაცარავამ გარყვნა 15-25 წლის ბრგე ბიჭების გონება, ის მათთვის კერპია, სააკაშვილთან ერთად. ესაა ნამდვილი მიშაიუგენდი - არ ვაჭარბებ, როგორც მაშინ არ გადაუჭარბებია ამაშუკელს, რომელსაც, სამწუხაროდ, ყური არ მივაპყრეთ! უშუალოდ სადემარკაციო ხაზზე და იქ მდებარე სოფლებშიც ბევრ პროვოკაციას მართლაც ქაცარავას რაზმი აწყობს, რომელსაც ვერ უმკლავდება ქართული პოლიცია. ბიჭები პარტიზანობანას თამაშობენ, თავი მოჯაჰედებად მოაქვთ, პერიოდულად კი თბილისში იმალებიან მომდევნო პროვოკაციულ დავალებამდე. მათი პირადი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილია, რომელიც მათ უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს. არჩევნებზე ისინი დამკვირვებლებად გააფორმეს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან - მათ განსაკუთრებული ინსტრუქციები ჰქონდათ 30 ოქტომბრის ღამისთვის, ოღონდ რევოლუცია, როგორც თავად სააკაშვილმა აღიარა, „პოსტ-არჩევნების პერიოდისთვის“ გადაიდო. ბევრი მათგანი, დიდი ალბათობით, ცეცხლსასროლ იარაღსაც ინახავს, ყველა მიტინგზე კი მათ სპეციალურ ნარკოტიკს ურიგებენ, რომლებიც ტვინში დამამუხრუჭებელ ცენტრებს თიშავს. ფინანსების დეფიციტს არ განიცდიან - მილიონერები ხაზარაძე და ჯაფარიძე, ნაყოფია და წერეთელი, ოქუაშვილი და ოქრიაშვილი, კეზერაშვილი და ბურჯანაძე, თავად სააკაშვილის დიდძალი ფული რომ არ ჩავთვალოთ!

   დასასრულ, დავუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე - მთავრობის ერთობლივ სხდომას შევარდნაძესთან. თუ ამაშუკელს ტანჯავდა აზრი, რომ დროულად არ დაბლოკა სააკაშვილის ახალგაზრდა „რეფორმატორები“, რომლებიც ურჩხულები აღმოჩნდნენ, მეც და ბევრ ჩემს მეგობარსაც დღეს მოსვენებას არ გვაძლევს აზრი, რომ არ ვაკეთებთ იმას, რასაც გვკარნახობს მწარე გამოცდილება და სამშობლოს ვალი. ჩვენ ველოდებით, სანამ ამას ჩვენ ნაცვლად სამართალდამცავი სტრუქტურები გააკეთებენ, ხოლო თუ ჩვენ ამის კეთებას დავიწყებთ, კანონის მთელი სიმკაცრით დავისჯებით! ჰოდა ვფიქრობ - ჩვენ პატივს ვცემთ კანონსა და ხელისუფლებას და ამიტომ უმოქმედოდ ვართ, თუ უბრალოდ გვეშინია ციხეში მოხვედრის?! და თუ ამჟამინდელი ხელისუფლება ვერ შეძლებს, დააგვიანებს ანდა მოღალატე აღმოჩნდება (მოდი ეს ვარიანტიც გავითვალისწინოთ), როგორც ეს შევარდნაძის ხელისუფლებამ მოიმოქმედა 2003 წელს, მაშინ რა ვქნათ?! ბარიკადები აღვმართოთ ქუჩებში, სახლები ციხესიმაგრეებად გადავაქციოთ და შევიარაღდეთ, რათა საკუთარი თავი და ჩვენი ოჯახები დავიცვათ?!

   თუმცა „რევოლუცია“, კიდეც რომ მოხდეს, ამჯერად სხვაგვარად დასრულდება - ხალხი ქუჩებში გამოვა და სასტიკად გაუსწორდება სააკაშვილის ზონდერბრიგადებს! სამუდამოდ და ისე, რომ პოლიცია ვერც ჩაერევა.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 8 ნოემბერი
საქართველო, თბილისი