პოლიტიკა
სააკაშვილი გადაიყვანეს გლდანის ციხეში, ქართულ „აბუ-გრეიბში“, სადაც მისი რეჟიმის დროს პატიმრებს აწამებდნენ და კლავდნენ!

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.