უცხოეთი
დენის შმიგალი - საქართველოს და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ვემზადები დღევანდელი შეხვედრისთვის ევროკავშირის ლიდერებთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში; წინ ნაყოფიერი დღის წესრიგი გველის

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად, ვემზადები დღევანდელი შეხვედრისთვის ევროკავშირის ლიდერებთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში. წინ ნაყოფიერი დღის წესრიგი გველის“, - აღნიშნავს დენის შმიგალი.