პოლიტიკა
ჯენ ფსაკი: ნატო-ს წევრები თავად წყვეტენ, ვინ გახდება ალიანსის წევრი, ამას რუსეთი არ წყვეტს!

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხს თავად ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი.

ნატო-წევრები თავად წყვეტენ, ვინ გახდება ალიანსის წევრი. ამას რუსეთი არ წყვეტს. პროცესი ყოველთვის ასე მიმინარეობდა და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, საიდან მოდის პროვოკაციული ქმედებები, ეს აშშ და უკრაინა არ არის“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ნატო ბუქარესტის სამიტის მკაფიო განცხადების ერთგულია და მისი კარი ღიაა, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვისაც.