პოლიტიკა
ხავიერ კოლომინა: რუსეთს სურს, უკრაინასა და საქართველოს უკარნახოს, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალზე

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთს სურს, უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ამბობს, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით ალიანსის პოზიცია უცვლელია.

რუსეთს სურს, უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც ნატო-საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული ვართ“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.