აქტუალური
სტალინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გორში „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელის“ წევრები შეიკრიბნენ

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. სტალინის დაბადებიდან 142-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმთან ტრადიციულად „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელის“ წევრები შეიკრიბნენ. მათ ადგილზე წითელი დროშა და სტალინის სურათები მიიტანეს.

საზოგადოება „სტალინელის“ ხელმძღვანელმა, ზურა ზუმბულიძემ აღნიშნა, რომ სტალინმა ნაციზმი დაამარცხა, დღეს კი „ნაციზმი საქართველოში კვლავ არის“ და მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორში არ უნდა გადაეყვანათ.

„დღეს არის ღირსშესანიშნავი თარიღი, დღეს დაიბადა მსოფლიო გიგანტი. მან მოიგო მსოფლიო ომი. ნაციზმი დაამარცხა სტალინმა, დღეს კი ქართული ნაციზმი მთავრობამ ვერ დაასამარა. ამაში ვუწერ ორიანს. ვინ ჩამოვიყვანეთ აქ, მოაშორონ გორიდან“, – აცხადებს ზურა ზუმბულიძე ზურა.

აქციის მონაწილეების სიმცირის გამო, გორში მსვლელობა არ გაიმართა.