აქტუალური
სერგეი ლავროვი: ეს იქნება „წითელი ხაზი“, თუ ალიანსი გააგრძელებს რუსეთის საზღვრებთან უფრო მეტად მოახლოებას

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ნატოს შემდგომ გაფართოებას „წითელი ხაზის“ გადაკვეთად განიხილავს.

სერგეი ლავროვმა სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე, უპასუხა შეკითხვას, თუ განიხილა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ერთობლივი საპასუხო ნაბიჯები და განაცხადა, რომ ჰიპოთეტურ სცენარებზე არ უსაუბრიათ.

„ჩვენ არ გვისაუბრია ჰიპოთეტურ სცენარებზე, მათ შორის საქართველოს ნატოში ძალით გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. ჩვენი პოზიცია ნატოს გაფართოებაზე ნათელია - ეს იქნება „წითელი ხაზი“, თუ ალიანსი გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან უფრო და უფრო მეტად მოახლოებას“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი განცხადებით, რუსეთის წინადადება უსაფრთხოების გარანტიების შექმნის შესახებ, აჩვენებს, რომ „რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული, თავიდან აიცილოს მოვლენების ნეგატიური განვითარება იმ სცენარის მიხედვით, რომელსაც ნატოს ზოგიერთი სტრატეგი აყალიბებს“.