აქტუალური
კელი დეგნანი: რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და აშშ-მა ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებს, ნიკოლოზ სამხარაძესა და ირაკლი ბერაიას შეხვდა.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის შესახებ იყო საუბარი.

ასევე, დეგნანის თქმით, რეგიონული დაძაბულობის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა და საქართველომ ახლო კომუნიკაცია შეინარჩუნონ.

მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე ვაშინგტონში. დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა კონგრესის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს საქართველოსა და აშშ-შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ასევე, განვიხილეთ მრავალი სხვა საკითხი. როგორც წესი, აშშ და საქართველო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ და რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ“, – განაცხადა დეგნანმა.