პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თქვენ თუ სიხისტეს უწოდებთ იმ სიმართლის თქმას, რისიც მჯერა, დიახ, შეიძლება ხისტი ვარ, თუმცა ვარ გულწრფელი

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. თქვენ თუ პრინციპულობას სიხისტეს უწოდებთ, დიახ, ალბათ, ხისტი ვარ. თქვენ თუ იმ სიმართლის პირდაპირ თქმას, რისიც მჯერა, სიხისტეს უწოდებთ, დიახ, შეიძლება ხისტი ვარ. თუმცა, ამ ყველაფერში ვარ გულწრფელი და ვფიქრობ, მთავარია, რომ ადამიანი იყოს გულწრფელი თავის სიტყვებში და საქმეში, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.

„ის, რასაც აქამდე ვამბობდი და ამის შემდეგ ვიტყვი, იქნება ის სიმართლე, რომლისაც მე მჯერა, იქნება ის პირდაპირი დამოკიდებულება, რომელიც მე მექნება და დარწმუნებული ვარ, რომ აქამდეც ეს აღქმა იყო, რომ გულწრფელი დამოკიდებულება მქონდა სხვადასხვა საკითხების მიმართ და ამ ჩემს გულწრფელ დამოკიდებულებას გიზიარებდით, მათ შორის, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.