სამართალი
ხატია დეკანოიძის განცხადებით, სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეობის ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა თამარ კორძაიაა

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ „ღირსების შემლახავი ფაქტების შესწავლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექნის მიზნით“ პარლამენტში ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განმარტა, კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი პრაქტიკულად მზად არის, ხოლო ხელმოწერების შეგროვება პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რათა “ქართული ოცნების“ მხრიდან მოსალოდნელი ნებისმიერი დაბრკოლება თავიდან აიცილონ.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელად თამარ კორძაიას კანდიდატურა ესახება და იმედი აქვს, რომ მის ამ პოზიციას ფრაქციის მხარდაჭერა ექნება.

როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, კორძაია პარლამენტის დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატია, ხოლო მისი სამართლებრივი ცოდნა და გამოცდილება საგამოძიებო კომისიის მუშაობის მხრივ მნიშვნელოვანია.

“აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნის თემაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებთან ვისაუბრე. ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. ერთმანეთს არგუმენტები გავუზიარეთ. ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვადასხვა მიმართულებით მათთან თანამშრომლობა აუცილებელია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.