პოლიტიკა
მეხუთე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №3 საპროტესტო აქციიდან პარლამენტის შენობასთან, 25 მაისი, 2011 წელი, თბილისი

akcia_tel1915.30. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაძრული მომიტინგეები პარლამენტის შენობის წინ შეჩერდნენ. როგორც „სახალხო კრების“ ლიდერები აცხადებენ, თათბირობენ, თუ სად გააგრძელონ აქცია. პრინციპში, ისინი უკვე შეთანხმდნენ, დარჩნენ პარლამენტის შენობის წინ. ამ მიზნისთვის უკვე გამართეს სცენა სატვირთო ავტომობილზე, რომელიც იდგა ტელევიზიასთან.

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ 3000-მდე მომიტინგეა შეკრებილი. ექსცესებს ან რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

უკვე ცნობილია აქციის ხელმძღვანელთა მთავარი მიზანი: არ მისცენ ხელისუფლებას რუსთაველის გამზირზე აღლუმის ჩატარების უფლება.

აქციის ხელმძღვანელთა შორის არიან: ნონა გაფრინდაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ბათიაშვილი, თემურ შაშიაშვილი, ბადრი ბიწაძე.

გია თორთლაძემ გააჟღერა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო პარტიათა მოთხოვნა, რის საფუძველზეც „მეორე არხმა“ შეწყვიტა პირდაპირი ტრანსლირება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „მაესტრომ“ აქციის მეორე დღიდანვე შეწყვიტა პირდაპირი ტრანსლირება.