აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მეშახტის ოჯახს, გამოძიება დაწყებულია და ტრაგედიასთან დაკავშირებული ყველა გარემოება მალე დადგინდება

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.

პაპუაშვილის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და იმედი აქვს, აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებული გარემოებები მალე გახდება ცნობილი.

უპირველეს ყოვლისა, მინდა, გამოვეხმაურო ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას. მივუსამძიმრო გარდაცვლილი მეშახტის ოჯახს და გამოჯანმრთელება ვუსურვო მეშახტეებს. როგორც იცით, გამოძიება არის დაწყებული და იმედი მაქვს, მალე დადგინდება ყველა გარემოება, რომელიც ამ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.