აქტუალური
საქსტატი: 2021 წლის დეკემბერში ეკონომიკა 9.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის საშუალო რეალურმა ზრდამ 10.6 პროცენტი შეადგინა

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.6 პროცენტი შეადგინა.

2021 წლის საშუალო რეალური ზრდა კი, 10.6 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.