აქტუალური
ნიკა მელია: დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი, დიახ, მე არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში, არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ნიკა მელია აღნიშნული პოსტით ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას ეხმაურება.

მელიას თქმით, არ მიაჩნია, რომ სააკაშვილის თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს. ნიკა მელიას შეფასებით, იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს, არის უკეთესი საქართველო.

დიდი მადლობა TV იმედს და .მოქალაქეს“, ვინც ეს ვიდეო მიაწოდა, ბოდიშს ვიხდი უხარისხო ჩანაწერისთვის, მაგრამ ზუსტად იმავეს ახსნას ვცდილობ ყველა შეხვედრაზე, შესაბამისად ჩანაწერის უხარისხობამ რომ არ დაგაბნიოთ, მოკლედ ვიტყვი:

დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში, არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია. დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.

იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს, შეკვეთა, რომელიც მოგვცეს და მივიღეთარის ცვლილება, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო, ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბეეევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე. ცვლილება, რომელსაც თითოეული ოჯახი იგრძნობს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით მე და ჩვენი თანამებრძოლები, ის, რისთვისაც იბრძვის მიშა, რომელიც იყო თავისუფალი, წარმატებული და ახლა არის პატიმარი. ჩვენ შეიძლება, განსხვავებული სტრატეგია გვაქვს, თუმცა გვაქვს საერთო მიზანი და ესაა მთავარი. ის, რომ შეიძლება, ტაქტიკაზე ვერ შევთანხმდეთ, არ ცვლის საერთო სურათს, – აცხადებს ნიკა მელია.

ნიკა მელია წერს, რომ ოპოზიციის უკეთესი მომზადებაა საჭირო, რათა გაიმარჯვონ.

გვიყალბებენ არჩევნებს, გვართმევენ გამარჯვებას, თუმცა არაფერი გამოუვათ, თუ ჩვენ ვიქნებით კარგად ორგანიზებულები და გამარჯვებაზე ორიენტირებულები. არაფერი გამოუვათ იმ შეთხვევაში, თუ ჩვენს შორის წარუმატებლობაში დამნაშავეთა ძებნის ნაცვლად, გამარჯვებაზე ვიფიქრებთ. დიახ, მე მგონია, რომ უნდა ვორიენტირდეთ ერთიან, მთავარ მიზანზეუკეთეს საქართველოზე. ჩვენ შეიძლება, ვიყოთ განსახვავებულები, მაგრამ გვქონდეს ერთი მიზანი.

ჩვენი იდეა არის უკეთესი საქართველო და მიზანი გვაქვს ყველას ერთიდანარჩენზე გვქონდეს ბევრი დისკუსია, მაგრამ ბოლოს, იდეით ანთებულები, ჩვენი სიმტკიცით და თანმიმდევრულობით ვიმარჯვებთ. დიახ, მე ვიცი, რომ ჩვენს პარტიას აქვს დიდი მხარდაჭერა, თუმცა არასაკმარისი, ბევრად მეტია ის ადამიანი, ვისაც უნდა ცვლილება და ჩვენ ყველანი, ვისაც არ მოვგწონს დღევანდელი ყოფა, არ მოგვწონს განსხვავებული მიზეზებითვართ თანამოაზრეები; ყოველდღიურად ვხვდები ასობით ადამიანს და ვიცი, როგორ მივაღწევთ ცვლილებებს. და დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება არ იყოს პარტიის გამარჯვება, ეს არ უნდა იყოს გამარჯვება ნიშნის მოგებით, რომ ვინმემ ვინმეს აჯობა. არა, ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება, უკეთესი ხვალინდელი დღე ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. P.S. TV იმედის დადგმული, საბჭოთა სტილის კრიტიკა ყოველ ჯერზე მაფიქრებინებს, თუ რამდენად მართალია ყველა ის ადამიანი თავის ბრძოლაში, ვისაც ამ ეთერშიაშავებენ, – წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ვიდეომასალაში, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა, აცხადებს: ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა“.

როგორც მელია ვიდეომასალაში აღნიშნავს, დღეს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ უსუსურობაა და სიზარმაცის ბრალია, რომ არჩევნებში ხმები თვითდინებით მიიღეს.

50 პროცენტი, დღეს რომ ხელისუფლებაში არის „ოცნება“, არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც. ჩუღურეთის რაიონის ძირითადი აქტივისტი, თავმჯდომარე რომ გეტყვის მე აქ გამმარჯვებელი არ ვარ, თუ ვიმუშავებთ კი. ჩვენ ავიღეთ „სამატიოკით“ ეს ხმები, ეს არის სიზარმაცის ბრალი. მაგიტომ ზარმაცობს ხალხიც, ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრებივით უბნის უფროსების დონეზე რომ ქონებოდათ ურთიერთობა, იქ რომ ჩავდივარ ხომ ვიცი უკვე, რომ თავი რომ ატკივდებოდათ უკვე ჩვენ გვირეკავენ, გამიგეთ რა და ასე ნუ მესაუბრებით“, – აცხადებს ნიკა მელია გავრცელებულ ვიდეოში.

ამასთან, ნიკა მელია ვიდეოჩანაწერში მხარდამჭერებს მიმართავს: თქვენ თუ თქვენმეზობლებს ეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის „თავისუფლება მიშას“, არ გამოვა.

მელიას თქმით, საჭიროა ხალხთან ღია ლაპარაკი, რადგან ამომრჩეველი სხვადასხვანაირია.