აქტუალური
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აყალიბებს საერთაშორისო ლეგიონს უცხოელებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინაში იბრძოლონ

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში აყალიბებს საერთაშორისო ლეგიონს უცხოელებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინელების გვერდით იბრძოლონ.

ზელენსკის თქმით, აღნიშნული ლეგიონი იქნება მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება.

„ყველა უცხოელი, რომელსაც სურს, შემოუერთდეს რუსი ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას, უკრაინის მთავრობა სთავაზობს, ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და შეუერთდეს ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებს. უცხოელებისგან იქმნება ცალკე დანაყოფი – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი. ეს იქნება თქვენი მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება“, – განაცხადა ზელენსკიმ.