პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: დეგნანი ვაშინგტონში რუსებს ემალება და თუ ჩამოვიდა, იარაღს ჩამოგვიტანს, რომ ქართველები რუსებს შეგვაჯახოს და გაგვანადგუროს!

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. „„ადამიანი კორონავირუსითაც ვერ დაავადებულა!“ - წერდნენ აშშ-ის საელჩოს მოხალისე ადვოკატები ფეისბუქში, როდესაც ვთქვი, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რუსეთის შემოჭრის შიშით ქვეყანა დატოვა და ვაშინგტონში ინსტრუქციების მისაღებად გაიქცა. ასეც მოხდა - კელი დეგნანი მართლაც ვაშინგტონში მოიძებნა, სადაც ინსტრუქტაჟს გადის, თუ როგორ ჩარიოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში, რათა რუსეთს საქართველოში "მეორე ფრონტი" გახსნა მოუხდეს! როცა უკრაინა რუსეთს ჩაბარდება, ანუ - მალე, დეგნანი თბილისში ახალი ცრუ დაპირებებითა და ძველი იარაღით დაბრუნდება, რომ, როგორც “The Heritage Foundation”-ის ანალიტიკოსს და სააკაშვილის მეგობარ ლუკ კოფის გასულ კვირას წამოცდა, დროა დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება და არ დაველოდოთ რამდენიმე კვირას, სანამ რუსეთი გადაწყვეტს მათთან შეჭრას, როგორც უკრაინაში!““.