აქტუალური
პოლონეთის ელჩი: ქართველ მეგობრებთან მაქვს ერთი შემოთავაზება - გააკეთეთ სიმბოლური ჟესტი: დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. მინდა მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს, მესმის, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ხართ, არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ საუბარი, მაგრამ გთხოვთ, გააკეთეთ ერთი სიმბოლური ჟესტი. დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში, - ამის შესახებ პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა, საქართველოს „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის“ მიერ, უკრაინა-რუსეთის საკითხზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მაშკიევიჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, დიდი მეზობელი ჰყავს და აქვს რთული ეკონომიკური მდგომარეობა, მნიშვნელოვანია, ასეთ დროს, გორში, სტალინის მუზეუმის დახურვა.

მინდა მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს, მე მაქვს ერთი შემოთავაზება. მე მესმის, რომ თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ, პატარა ქვეყანა, დიდი მეზობელი, რთული ეკონომიკური მდგომარეობა, არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ საუბარი და მათთვის დაწესებული სანქციებისთვის მხარდაჭერა, კარგი, მაგრამ გთხოვთ, გააკეთეთ ერთი სიმბოლური ჟესტი, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“, - განაცხადა მაშკიევიჩმა.