რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსების, რუსეთისა და მათი პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს!

     კომიკოსლადიმირ ზელენსკი ისე წვავედ ამხელდა უკრაინის კორუმპირებულ ნაციონალისტურ ხელისუფლებას, რომ ის უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს. ვოლოდიმირრომ გახდა, კომიკოსმა ზელენსკიმ ითამაშა პირველი და უკანასკნელი ტრაგიკული როლი თავის ცხოვრებაში - სამშობლოს, ანუ უკრაინის განადგურების ფასად, მან ამხილა კოლექტიური დასავლეთის მოღალატე არსი, რომელმაც მას ჯერ ომისკენ უბიძგა და შემდეგ უკრაინა რუსეთის პირისპირ მარტო დატოვა! ამით უკრაინელმა "პრინცმა ჰამლეტმა" - 21-საუკუნის უდიდესმა ტრაგიკოსმა ვოლოდიმირმა - იხსნა საქართველო საბოლოო განადგურებისგან, უკრაინის მაგალითზე აჩვენა, რომ აშშ, ნატო და ევროკავშირი, რუსეთისგან განსხვავებით, თავისიანებ გასაჭირში ტოვებენ, ასე რომ, მათკენ სწრაფვა საჭირო არ არის!

იგივე მოიმოქმედა ტრაგიკულმა კომიკოსმა, ანუ ტრაკიკომიკოსმა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ანუ თავისი სამშობლოს, საქართველოს 20 პროცენტის დაკარგვის ფასად, ამხილა აშშ-ს, ნატოს და ევროკავშირის ღალატი, რომლებმაც საქართველოს დასახმარებლად ჯარი და ავიაცია კი არა, პამპერსები და წყალი გამოგზავნეს!

პროექტი საქართველო - ნატოსა და ევროკავშირის წევრი“ დახურულია, როგორც გაირკვა, ისინი საკუთარ ხალხს გასაჭირში ტოვებენ, ოღონდ თავისთან არ იღებენ, როგორც კანცლერმა შოლცმა გასულ კვირას დაადასტურა. საქართველოს მონაწილეობითშავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფცია“, რომელმაც აჩვენა მისი შეუმდგარობა უკრაინაში ოპერაცია „Z“- ს ფონზე, დაარქივდა; წარსულს ჩაბარდა ნატოს ერთობლივი უაზრო წვრთნები საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან შავ ზღვასა და საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის დაუშვებლობის შესახებ რუსეთი აფრთხილებდა; ნატოსა და აშშ-ის სასწავლო ცენტრ-ბაზებში შეგიძლიათ მოაწყოთ სამხედრო ატრაქციონები - სამიზნეში სროლა ჯაველინიდან“, „ტანკით გასეირნება“, „ფრენა ვერტმფრენით“ და ა.შ.; დროა ვიფიქროთ თბილისში ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის დახურვაზე, რომელიც დიდი ხანია აღიზიანებს რუსეთს, რომელიც, როგორც კორონავირუსის ეპიდემიამ აჩვენა, აბსოლუტურად უსარგებლოა მშვიდობიანი მიზნებისთვის, ხოლო ვირუსის შტამები ჩაბარდეს ამერიკის საელჩოს.

რა იქნება შემდგომ? მინიმუმ სამხედრო ნეიტრალიტეტი და საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური აღმავლობა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადი შემოვიდა და ესენი უბრალოდ ტურისტები კი არა, უძრავი ქონების ტურებია, რუსები ჩამოდიან ბინებისა და აპარტამენტების საყიდლად ბათუმისა და თბილისის ულტრათანამედროვე კორპუსებში, რათა საქართველოში საცხოვრებლად დარჩნენ. რუსები არეგისტრირებენ რუსეთში მოქმედი ბიზნესკომპანიების ფილიალებს საქართველოში, ჩამოდიან ინვესტორები, რადგან საქართველოზე ანტირუსული ეკონომიკური, მათ შორის, საბანკო სანქციები არ ვრცელდება. საქართველოში უძრავი ქონების საკუთრებად რეგისტრაციის პროცედურა მაქსიმალურად გამარტივებულია და ხორციელდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით. მთელი დოკუმენტაცია შედგენილია კლიენტისთვის მოსახერხებელ ენაზე, მათ შორის რუსულად. უძრავი ქონების საკუთრებაში გაფორმების ღირებულება მხოლოდ 80 დოლარია. საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოში იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც არ არის გადასახადი როგორც უძრავი ქონების შეძენაზე, ასევე მის მფლობელობაზე. საქართველოს აქვს მხოლოდ 6 გადასახადი, ხოლო გადასახადების განაკვეთები მსოფლიოში ყველაზე დაბალია. ასე მაგალითად, ოთახის გაქირავებით მიღებულ შემოსავალზე გადასახადი მხოლოდ 5%-ია. საქართველო არ არის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც ცვლიან ფინანსურ ინფორმაციას CRS-ის ფარგლებში, რაც ინვესტორებს კონფიდენციალობის დაცვის საშუალებას აძლევს. ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას საქართველო იძლევა 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების შეძენისას. მათ მოჰყვებიან რიგითი რუსი ტურისტები და ვიზიტორები, რომელთა მიღებაზეც ევროპამ უარი თქვა. ამას ხელს უწყობს საქართველოში მინიმუმამდე შემცირებული კორონავირუსის ეპიდემია. 2019 წელს, პანდემიამდე, საქართველოს 9 მილიონი ტურისტი ეწვია, უმეტესობა რუსეთიდან. ვფიქრობ, მალე აღდგება პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცალმხრივი სავიზო რეჟიმი გაუქმდება.

ერთადერთი, რამაამას შეიძლება ხელი შეუშალოს, არის ახალი „გავრილოვის ღამე“, ანტირუსული პროვოკაცია, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ არაერთხელ განახორციელა თავისი კერპის - სააკაშვილის ხელმძღვანელობით. გასულ შაბათს, სააკაშვილის ტელეარხის, მთავარი არხისმართლა ცისფერ ეკრანზე პირდაპირ გაისმა მასობრივი ანგარიშსწორების მუქარა საქართველოში რუსებისა და რუსულენოვანი ადამიანების მიმართ და რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის აკრძალვის მოთხოვნა („გლავანალის“ გეიდირექტორი გვარამია და კვესიტაძის უთოთი ნაწამები უტიაშვილი ამ ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციის გამო აუცილებლად დაისჯებიან - რუსების შეურაწყოფა ქუჩებში და ტაქსებში უკვე დაუყო!). ხელისუფლების მხრიდან ამას ირაკლი კობახიძის ელვისებური პასუხი მოჰყვა, რომ პრევენციული ზომები იქნება მიღებული, მაგრამ პროვოკაციებისგან 100%-ით არავინ არის დაცული - გუშინ თბილისში ბევრი რუსოფობიური ქმედება უკვე დაფიქსირდა, ზოგიერთმა ბანკმა და ტაქსის მძღოლმა რუსების მომსახურეობაზე უარი თქვეს!

რუსოფობიური სარედაქციო პოლიტიკას გამოირჩევიან არა მხოლოდ ოპოზიციის ოთხი პარტიული პროპაგანდისტული ტელეკომპანია - "მთავარი არხი", "პირველი", "ფორმულა" და "კავკასია", არამედ ხელისუფლებასთან ასოცირებული ტელეკომპანიებიც კი - "იმედი", რუსთავი 2“, რაც მოსკოვში გარკვეულ კითხვებს აჩენს. პროვოკატორები რუსეთს აძლევენ ერთადერთ კარგად აპრობირებულ საბაბს საქართველოში ახალი სამხედრო ოპერაციისთვის, რადგან რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, გასაჭირში თავისიანებს არ ტოვებს - "Наших бьют!" ქცა ოპერაციის მიზეზად 2008 წლის აგვისტოში, "Наших бьют!" უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის მიზეზად იქცა.

ყოველდღიური ანტირუსული მიტინგები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც იქვე დარიგებული ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრბო გაჰყვირის ბინძურეს უცენზურო ლანძღვა-გინებარუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ, წერეამ სიტყვები ბანერებზე და თავის ტანსაცმელზე, რუსი ტურისტებისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროდ ვერ ჩაითვლება. ამასთან, თბილისელების, ქართველების უსაფრთხოებაც არ არის უზრუნველყოფილი და მით უმეტეს, სტუმრების უსაფრთხოება საეჭვოა. ქართული ოპოზიცია საბოლოოდ გადავიდა ნეოფაშიზმის პოზიციაზე, როგორც სააკაშვილის დროს, როდესაც რუს ტურისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, წმინდა გიორგის ლენტების გლეჯდნენ და მათ ავტოტრანსპორტს საღებავს ასხამდნენ! შემთხვევით როდი გამოძვრნენ დღის სინათლეზე მერაბიშვილი და ოქრუაშვილი, მალე ქუჩებში, უკრაინის მსგავსად, ახალგაზრდებს ვიხილავთ, რომლებსაც ყვითელ-ლურჯის გარდა, სვასტიკიანი შევრონები ექნებათ.

და ბოლოს, საქართველოში დიდი ფულადი ჯარიმის დაწესებაა საჭირო, ხოლო განმეორების შემთხვევაში - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი, რუსების, რუსეთისა და მათი პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის. ამას აკეთებენ ან გაუნათლებელი იდიოტები, ან ნაცისტები - "ნაციონალები”, ცნობილი პროვოკატორები.

თუმცა განსაკუთრებით ამაზრზენია რუსეთის ხარჯზე გამდიდრებული ქართველი საზოგადოების შეძლებული ნაწილი - ფსევდოინტელიგენცია, რომელიც ჯერ - შევარდნაძს, შემდეგ - სააკაშვილს „უწვებოდა“, ხოლო ივანიშვილს ვერ „დაუწვა“. ფეისბუქის წყალობით ვიმახსოვრებ ამ ფსევდოპატრიოტებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ზურაბიშვილისა და დასავლეთის წინაშე ქულებს იწერენ, როცა გაყვირიან - "ოკუპანტი რუსეთი თავს დაესხა ჩვენ ძმებს, უკრაინას!". მეტიჩარა კარიერისტები იმედოვნებენ, რომ კვლავ დაუძახებენ და სადღაც დანიშნავენ, ან დააწინაურებენ, ანდა მათ „დასავლურობას’ გაითვალისწინებენ, როდესაც თავიანთი ნაშიერებისთვის თბილ ადგილებს სთხოვენ... ისინი ფსონს ჩამოვიდნენ იმაზე, რომ რუსეთი წააგებუკრაინაში და თუ მოიგე კიდეც, ძველ კავშირებს აამოქმედებენ და კვლავ ალაპარაკდებიან არცთუ ცუდი რუსულით – აქაოდა, რუსი ივანუშკა დურაჩოკი“ ვერაფერს შეამჩნევს, ჩვენთვის არა სცხელა, და თუ შეამჩნევს კიდეც, გაგვიგებს და გვაპატიებს! ვერ მოგართვით! დიახ, ნაცისტები წააგებენ და უკრაინა გაიმარჯვებს რუსეთთან ერთად, მე კი ამ სამარცხვინო მეძავებს შევახსენებ მათ ამჟამინდელ საქციელს, როცა მათ თბილისში, რუსეთის საელჩოსთან რიგში დანახავ!“, - წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის ფეისბუქ-გვერდზე.

2022 წლის 6 მარტი
საქართველო, თბილისი