პუბლიკაციები
როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილის წინაპრები, ისევე როგორც ის თვითონ, პროფესიონალი რევოლუციონერები იყვნენ

    2003 წელს ფსიქოპატმა და სადისტმა, და შეთავსებით, ფანატიკურმა „პროფესიონალმა რევოლუციონერმა“ მიხეილ სააკაშვილმა მოაწყო ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, ანუ სახელმწიფო გადატრიალება, ანუ "შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად", დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

ახლა კი შევხედოთ მიხეილ სააკაშვილის წინაპრებს, იქნებ ისინიც პროფესიონალური რევოლუციური საქმიანობით იყვნენ დაკავებულები, იქნებ ისინიც ფსიქოპატები და სადისტები იყვნენ?

ვუყურებთ.

მიხეილ სააკაშვილის ბაბუა დედის ხაზით მსახურობდა საქართველოს სსრ-ის ნკვდ-ში ჯერ კიდევ ლავრენტი ბერიის მმართველობის დროს, დაიმსახურა უსასტიკესი დამსჯელი-სადისტის სახელი. მიაქციეთ ყურადღება 1980-იანი წლების ე.წ. „დისიდენტების“ (თარგმანში ეს სიტყვა ნიშნავს „რელიგიურად განსხვავებულად მოაზროვნეს“, „ერეტიკოსს“, ანუ, ქართული მართლმადიდებლური ტრადიციით, ეს სიტყვა ითარგმნება როგორც „მწვალებელი“) საჯარო გამოსვლებს, რომ 1930-იან წლებში რეპრესირებული იყვნენ მხოლოდ უდანაშაულოები, მათ შორის არ ყოფილა არც ერთი დამნაშავე. ჰოდა, მიხეილ სააკაშვილის ბაბუა დედის ხაზით არეპრესირებდა მხოლოდ უდანაშაულებს. როგორც სჩანს, სადისტის გენები დედის ხაზიდან მიხეილ სააკაშვილს გენეტიკურად გადაეცა. ეს ოჯახურია.

მიხეილ სააკაშვილის ბაბუა მამის ხაზით ფანატიკური ბოლშევიკი იყო, პარტიაში შევიდა 15 წლის ასაკში. დაკავებული იყო ე.წ. „რევოლუციური საქმიანობით“. ამბობენ, რომ ის სტალინის კეთილგანწყობით სარგებლობდა, თითქოსდა სამედიცინი ინსტიტუტი სპეციალურად მისთვის შექმნეს, სტალინის სიკვდილის შემდეგ ის მაშინვე დაითხოვეს სამსახურიდან. ბაბუებამდე იყვნენ დიდი ბაბუები. დედის ხაზით მიხეილ სააკაშვილის დიდი ბაბუის ძმა (დიდი ბაბუის სახელი იყო ნიკოლოზ წერეთელი) დაკავებული იყო ე.წ. „რევოლუციური საქმიანობით“ საქართველოს სოციალურ-ფედერალისტურ პარტიაში, რომელიც ახლოს იდგა ანარქისტებთან. მოარული ხმების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის დიდი ბაბუის ძმის საქმიანობა შედგენოდა „ექსპროპრიაციაში“, ანუ ბანდიტიზმში, ყაჩაღობაში, ძარცვაში და პოლიტიკური ტერორისტული აქტების განხორციელებაში, — შეიარაღებულ თავდასხმებში, აფეთქებებში, მკვლელობებში. დიდ ბაბუებამდე იყვნენ დიდდიდიბაბუები. მიხეილ სააკაშვილის დიდდიდიბაბუა დედის ხაზით იყო ჭიათურის ერთ-ერთი „მარგანეცის მეფე“ თავადი ივანე აბაშიძე. როგორც ბრიტანელი ისტორიკოსი საიმონ მონტეფიელე წერს თავის წიგნში, თავადი ივანე აბაშიძის მამულში არც თუ იშვიათად პოულობდნენ თავშესაფარს რევოლუციონერები. ჭიათურელი კაპიტალისტების ურთიერთობა რევოლუციონერებთან იმავე პრინციპებს ეფუძნებოდა, რასაც დღევანდელი ბიზნესმენების ურთიერთობა „კრიშასთან“. ფულიანი კაპიტალისტები იფარავდნენ რევოლუციონერებს და აძლევდნენ ფულს „რევოლუციაზე“. სამაგიეროდ რევოლუციონერები იცავდნენ „თავის“ კეთილისმყოფელ კაპიტალისტებს „სხვა“ ბანდიტებისგან. ანუ, მიხეილ სააკაშვილის დიდდიდიბაბუა ივანე აბაშიძე ეწეოდა დანაშაულებრივ საქმიანობას, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ის იფარავდა, ფინანსურ და ორგანიზაციულ დახმარებას უწევდა რევოლუციონერ ტერორისტებს. ივანე აბაშიძის და მისი მსგავსი რევოლუციის „პასობნიკების“ (მხარდამჭერების) წყალობით ჭიათურა რევოლუციის ნამდვილ ბასტიონად გადაიქცა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ბანდიტიზმი, ყაჩაღობები, ძარცვები, მკვლელობები, პოლიტიკური ტერაქტები და მათი ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის გვარ-ჯიშის წინაპრებს სისხლში აქვთ.

კახაბერ როდინაძე, ადვოკატი

2022 წლის 12 მარტი
საქართველო, ბათუმი